ფორმულა 1. ალონსო "მაკლარენში" დაასრულებს

AutoSharing Option
ესპანელმა ფერნანდო ალონსომ აღიარა, რომ სურვილი აქვს, კარიერა "მაკლარენის" პილოტის რანგში დაასრულოს და არ აპირებს პენსიაში გასვლის შემდეგ ფორმულა 1-ში დარჩენას რომელიმე გუნდის მენეჯერის ამპლუაში.

"სამი წლის ასაკში დავიწყე კარტის მანქანით, რომელიც "მაკლარენისა" და "ჰონდას" ფერებში იყო გადაწყვეტილი და ახლაც დავამთავრებ "მაკლარენ-ჰონდას" საჭესთან, მაგრამ უკვე ფორმულა 1-ის ნამდვილი ბოლიდით. ერთგვარად ციკლს დავხურავ. კარიერის დასრულების მომენტში უდიდესი გამოცდილება მექნება, კარგი მოგონებებითა და შესანიშნავი ადამიანებით. მაგრამ ნორმალური ცხოვრება დაიწყება იმ დღეს, როცა პენსიაში გავალ. ვერ ვხედავ საკუთარ თავს ამ სპორტში მენეჯერის თანამდებობაზე.

რა თქმა უნდა, კიდევ მინდა გამარჯვება, რადგან ყველანი სპორტსმენები ვართ და ერთმანეთს კონკურენციას ვუწევთ, მაგრამ ასაკთან ერთად, სხვა შესაძლებლობებსა და პრიორიტეტებს ვეძებთ", - მოჰყავს ალონსოს სიტყვები ჟურნალ Autosport-ს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული