ჟიულ ბიანკი 9 თვეა, კომიდან ვერ გამოდის

AutoSharing Option
"მარუსიას" ყოფილი პილოტი, ფრანგი ჟიულ ბიანკი ჯერაც არ გამოსულა კომიდან. ავტომრბოლელის მამამ, ფილიპ ბიანკიმ განაცხადა, რომ უკვე ძველებურად ოპტიმისტურად აღარ არის განწყობილი ვაჟის გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ უკვე ცხრა თვე გავიდა 2014 წელს, იაპონიის გრანპრიზე მომხდარი საშინელი ავარიიდან, როცა ბიანკი ტრასის მიღმა გაჩერებულ ევაკუატორს დაეჯახა. ქალაქ იოკაიჩის სამედიცინო ცენტრში გატარებული შვიდი კვირის შემდეგ "მარუსიას" ექსპილოტი საფრანგეთში გადაიყვანეს სამკურნალოდ, რათა უფრო ახლოს ყოფილიყო სახლთან და ოჯახთან.

"გამოჯანმრთელების ძირითადი ფაზა პირველი ექვსი თვის განმავლობაში უნდა წ
არმართულიყო. უკვე ცხრა თვე გავიდა, ჟიულს კი არ გაუღვიძია. განსაკუთრებული პროგრესი არ ჩანს. დროთა განმავლობაში, ვკარგავ ოპტიმიზმს, რაც ორი-სამი თვის წინ მქონდა. მაშინ ჯერ კიდევ გვქონდა სწრაფი გამოჯანმრთელების იმედი. ხანდახან ხვდები, რომ საჭიროა რეალისტად დარჩე", - განაცხადა ფილიპ ბიანკიმ.

"ერთხელ მან გვითხრა: თუ იგივე ამბავი შემემთხვა, რაც მიხაელ შუმახერს და ვერ შევძლებ მანქანის მართვას, ცხოვრება გამიჭირდებაო. მანქანები და რბოლები - მისი სტიქია იყო", - დაამატა უფროსმა ბიანკიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული