იაპონიის გრან-პრიზე ავარიაში დაშავებული "მარუსიას" 25 წლის ჟიულ ბიანკი გარდაიცვალა

AutoSharing Option
18 ივლისს ღამით, ნიცას საავადმყოფოში, ფორმულა 1-ის გუნდ "მარუსიას" ყოფილი პილოტი ჟიულ ბიანკი გარდაიცვალა, რომელმაც შარშან ოქტომბერში, იაპონიის გრან-პრის დროს ევაკუატორთან შეჯახებისას თავის მძიმე ტრავმა მიიღო.

მას შემდეგ 25 წლის ფრანგი ავტომრბოლი კომატოზურ მდგომაროებაში იმყოფებოდა. ცოტა ხნის წინ ჟიულის მამამ განაცხადა, რომ მისი ვაჟის გამოჯანმრთელების ალბათობა სულ უფრო კლებულობდა.

"როგორც ყოველთვის, ჟიულმა ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ დღეს მისი ბრძოლა დასრულდა. ტკივილი, რომელსაც ვგრძნობთ, უდიდესია და მისი გადმოცემა შეუძლებელია.

მადლობას ვუხდით მიეს და ნიცის ჰოსპიტლების პერსონალს და ყველა ექიმს, რომლებიც ამ თვეების
განმავლობაში ჟიულის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოლეს", - ნათქვამია გარდაცვლილი პილოტის ოჯახის განცხადებაში.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული