ფორმულა 1: კარლოს საინსი - ყველაზე დაჩაგრული

AutoSharing Option
ესპანელი მრბოლელი კარლოს საინსი სათავეში უდგას ფორმულა 1-ის პილოტების რეიტინგს, რომლებსაც 2015 წლის ჩემპიონატში ყველაზე ხშირად უსწრებენ.

გერმანულმა გამოცემა Bild-მა დაითვალა, რომ ჩემპიონატის დებიუტანტს მიმდინარე სეზონში 32-ჯერ წარმატებით შეუტიეს სხვა პილოტებმა.

"არ მგონია, რომ უნდა ვამაყობდე ამ მიღწევით, - კომენტარი გაუკეთა ამ სტატისტიკას "ტორო როსოს" პილოტმა. - ჩვენ ყოველთვის კარგად გამოვდივართ კვალიფიკაციაში, უბრალოდ, რბოლაში სიმძლავრე არ გვყოფნის".

ამასთან, საინსმა მეოთხე ადგილი დაიკავა იმ პილოტების კლასიფიკაციაში, რომლებმაც თავად შეასრულეს ყველაზე მეტი გასწრება 2015 სეზონში.

"ტორო როსოს" შეფმა ფრანც ტოსტმა დარწმუნებით განაცხადა,
რომ კმაყოფილია არა მხოლოდ საინსის მუშაობით, არამედ მისი თანაგუნდელის - მაქს ფერსტაპენის გამოსვლით.

"იმასაც კი ვიტყვი, რომ ისინი შეადგენენ პილოტების ყველაზე კონკურენტუნარიან წყვილს "ტორო როსოს" ისტორიაში", - განაცხადა ტოსტმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული