ფორმულა 1-ის პილოტმა მართვის მოწმობა ახლა აიღო

AutoSharing Option
იტალიური საჯინიბოს "ტორო როსოს" პილოტმა, ჰოლანდიელმა მაქს ფერსტაპენმა მართვის მოწმობა აიღო. ამის შესახებ ავტომრბოლმა საკუთარ ვებგვერდზე დაწერა.

"ბედნიერი ვარ, რომ 18 წელი შემისრულდა და მართის მოწმობა ავიღე. ახლა, უფრო მეტად დამოუკიდებელი გავხდი. ოდნავ ვნერვიულობდი, რამდენიმე შეცდომა დავუშვი, მაგრამ, საერთო ჯამში, გამოცდამ კარგად ჩაიარა. ვაპირებ პირნათლად დავიცვა მოძრაობის წესები", - განაცხადა ფერსტაპენმა.

გამოცდის თეორიული ნაწილი ჰოლანდიელმა ჯერ კიდევ ამა წლის იანვარში ჩააბარა, 30 სექტემბერს კი, თავის მე-18 დაბადების დღეზე, წარმატებით გაიარა პრაქტიკული გამოცდა. ჰოლანდიაში მართვის მოწმობის აღება 18 წლიდან შეიძლება.

ფერსტაპენი
- ყველაზე ახალგაზრდა პილოტია ფორმულა 1-ის ისტორიაში. წლევანდელი ჩემპიონატის პირველ ეტაპზე - ავსტრალიის გრან-პრიზე მისი ასაკი 17 წელი და 166 დღე იყო.

მიმდინარე სეზონში, ჰოლანდიელს 32 ქულა აქვს მოპოვებული და მე-12 ადგილზეა ჩემპიონატში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული