შეგახსენებთ, რომ იაპონიის გრან-პრიზე ალონსომ გააკრიტიკა "ჰონდას" ძრავა, როცა გუნდთან რადიომოლაპარაკებებისას განაცხადა, რომ მის ბოლიდზე GP2-ის მანქანის ძალისმიერი აგრეგატია დაყენებული.
"წავა თუ არა ალონსო? არ ვიცი, - მოჰყავს Autosport-ს კულტჰარდის სიტყვები. - მაგრამ, ვფიქრობ, ეს შეიძლება მოხდეს. იმედია, რომ ვცდები, რადგან ის დიდი ჩემპიონია და უფრო მეტ ტიტულს იმსახურებს, ვიდრე აქვს. "მაკლარენს" დრო სჭირდება და ეს არ არის კარგი ალონოსთვის და ბატონისთვის,
გავრცელდა აზრი იმის შესახებ, რომ ალონსომ, შესაძლოა, 2016 წლის სეზონი გამოტოვოს და "ლე მანის 24 საათზე" გამოვიდეს, 2017 წელს კი ისევ "მაკლარენში" დაბრუნდეს.
"ესეც ვარიანტია. რაღაც მსგავსი, თავის დროზე, ალენ პროსტმა გააკეთა, მაგრამ დღეს ამის წარმოდგენა რთულია. მარკეტინგის თვალსაზრისით, "ჰონდასთვის" არ იქნება კარგი, თუ მისი პილოტი სეზონს გამოტოვებს", - ამბობს ბრიტანელი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"