პირველი ადგილი მსოფლიოს ჩემპიონს ლუის ჰემილტონს ერგო, მეორე - სეზონის მესამე პილოტს სებასტიან ფეტელს, მესამე - ვიცე-ჩემპიონს ნიკო როსბერგს... აღვნიშნავთ ჩემპიონატის დებიუტანტის მაქს ფერსტაპენის მეოთხე ადგილს.
ბოსების მიერ შედგენილი TOP10 ასე გამოიყურება:
1. ლუის ჰემილტონი - 229 ქულა
2. სებასტიან ფეტელი -180
3. ნიკო როსბერგი - 113
5. დანიილ კვიატი - 69
6. ფერნანდო ალონსო - 57
7. ვალტერი ბოტასი - 52
8. სერზიო პერესი - 48
9. დანიელ რიკარდო - 47
10. კიმი რაიკონენი - 37
* * *
წლევანდელი სეზონის დასრულების შემდეგ, ჰემილტონმა აღიარა, რომ მისი ურთიერთობა თანაგუნდელ ნიკო როსბერგთან ისევ დაძაბული იქნება.
"როსბერგთან ურთიერთობა უკეთესი იყო, ვიდრე გასულ წელს, თუმცა, რა თქმა უნდა, დაძაბულობა რჩება. მაგრამ ეს ნორმალურია მაშინ, როცა ვიღაცასთან იბრძვი. კონკურენტთან ურთიერთობა ვერ დაემსგავსება საუკეთესო მეგობართან ურთიერთობას.
მომდევნო სეზონში ერთი წლით უფროსები ვიქნებით, გამოცდილება მეტი გვექნება. მაგრამ დარწმუნებული ვარ, სირთულეები მაინც წარმოიშვება. და ასე გაგრძელება იქამდე, სანამ ერთ გუნდში ვიქნებით", - განაცხადა ჰემილტონმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"