საბოლოო ოქმში მეორე იყო მსოფლიოს ჩემპიონი ლუის ჰემილტონი. "მერსედესის" პილოტი ფეტელს 0.470 წამით ჩამორჩა, სამაგიეროდ, ორჯერ მეტი დისტანცია (156 წრე) გაიარა და მანქანის საიმედოობით კმაყოფილი დარჩა.
დილით მცირე ტექნიკური პრობლემები ჰქონდა "რედ ბულს", სამაგიეროდ, დღის მეორე ნახევარში დანიელ რიკარდომ მესამე შედეგის ჩვენება შეძლო. ავსტრალიელმა 87 წრე გაიარა და
მეხუთე ადგილი დაიკავა "ფორს ინდიას" სარეზერვო პილოტმა ალფონსო სელისმა: თავისი საუკეთესო წრე მან სატესტო დღის ბოლოს გაიარა.
ჯენსონ ბატონი მეექვსე დროით დაკმაყოფილდა. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანელმა ფეტელთან 1.796 წამი წააგო, "მაკლარენი", როგორც ჩანს, თანდათან უმკლავდება ბოლიდის საიმედოობასთან დაკავშირებულ პრობლემებს: ბატონმა 84 წრის გავლა შეძლო, რაც მეოთხე შედეგია 11 გუნდს შორის.
წარუმატებელი დღეს ჰქონდათ "ტორო როსოსა" და კარლოს საინსს. გადაცემათა კოლოფის მწყობრიდან გამოსვლის გამო, ესპანელმა მხოლოდ 55 წრის გავლა მოახერხა. მან მეშვიდე დრო აჩვენა, მერვეზე კი მარკუს ერიქსონი გავიდა.
აუთსაიდერების - "მანორის", "ჰაასისა" და "რენოს" პილოტებმა - პასკალ ვერლაინმა, რომენ გროსჟანმა და ჯოლიონ პალმერმა ჯამში უფრო ნაკლები დისტანცია გაიარეს, ვიდრე ჰემილტონმა.
გროსჟანი და პალმერი ოქმის ბოლოში ტექნიკური პრობლემების გამო აღმოჩდნენ და ლიდერთან დაახლოებით ოთხი წამი წააგეს.
I დღე
1. ფეტელი (ფერარი) 1.24,939 (69 წრე)
2. ჰემილტონი (მერსედესი) +0,470 (156)
3. რიკარდო (რედ ბული) +1,105 (87)
4. ბოტასი (უილიამსი) +1,152 (80)
5. სელისი (ფორს ინდია) +1,359 (58)
6. ბატონი (მაკლარენი) +1,796 (84)
7. საინსი (ტორო როსო) +2,241 (55)
8. ერიქსონი (ზაუბერი) +2,616 (88)
9. ვერლაინი (მანორი) +3,353 (54)
10. გროსჟანი (ჰაასი) +3,460 (31)
11. პალმერი (რენო) +4,417 (37)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"