"კვალიფიკაციის ახალი ფორმატი ჯერჯერობით არ ამოქმედდება. გვინდოდა სეზონის სტარტიდან მისი რეალიზება, მაგრამ ვერ ვასწრებთ პროგრამული უზრუნველყოფას. სავარაუდოდ, კვალიფიკაციის წესები ესპანეთის გრანპრიდან შეიცვლება, ავსტრალიაში კი ფორმატი უცვლელი იქნება. პროგრამული უზრუნველყოფა უნდა გადაიწეროს, ეს კი რთულია", - განაცხადა "ფორმულა 1-ის მთავარმა პრომოუტერმა ბერნი ექლსტოუნმა.
ამ გადაწყვეტილებას საკამათო უწოდეს, რადგან წესების ცვლილება სეზონის მსვლელობისას არ შეესაბამება სპორტული ბრძოლის პრინციპებს და მაყურებელს დააბნევს.
გარდა ამისა, რეგლამენტი
ვინ ჩაითვლება ამ დროს გავარდნილად და უნდა მიეცეს თუ არა ამ სტარტი ხელმეორედ.
შესაძლოა, კვალიფიკაციის ახალი ფორმატის დებიუტი, საბოლოოდ, 2017 წლისთვის გადაიტანონ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"