ფორმულა 1. ბაჰრეინის გრანპრი: საინტერესო სტატისტიკა

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ეტაპის შემდეგ, ცნობილმა ექსპერტმა მიკელე მერლინომ რამდენიმე საინტერესო სტატისტიკური მონაცემი გამოაქვეყნა...

კვალიფიკაცია
- "მერსედესი" გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ბაჰრეინში ოთხჯერ მოიპოვა პოული. 2013 წლიდან მოყოლებული, აქაურ ტრასაზე კვალიფიკაციას მხოლოდ გერმანული საჯინიბოს პილოტები იგებენ.

- ზედიზედ მერვე რბოლაში "მერსედესის" პილოტებმა სასტარტო ბილიკის პირველი ხაზი დაიკავეს.

- ლუის ჰემილტონმა ბაჰრეინის ტრასის ახალი რეკორდი დაამყარა - 1.29,493. წინა რეკორდი 2005 წელს იყო დამყარებული და ის მარკ უებერს ეკუთვნოდა - 1.29,527.

რბოლა
- ნიკო როსბერგმა კარიერაში მე-16 გამარჯვება მოიპოვა და ამ მაჩვენებლით სტირლინგ
მოსს გაუთანაბრდა. როსბერგი და მოსი ყველაზე წარმატებული პილოტები არიან მათ შორის, ვინც მსოფლიოს ჩემპიონი არ გამხდარა.

- პოდიუმების რაოდენობით (43) ნიკო გაუთანაბრდა ჯეკი სტიუარტს და ყველა დროის სიაში მასთან მე-17 ადგილს იყოფს.

- ნიკო როსბერგი ერთადერთი არაჩემპიონი პილოტია, ვინც ზედიზედ ხუთი რბოლა მოიგო.

- "მერსედესმა" გაიმეორა თავისი ყველაზე წარმატებული სერია - ზედიზედ რვა მოგება, რომელიც 2014 წლის იტალიის გრანპრიდან 2015 წლის ავსტრალიის გრანპრიმდე გრძელდებოდა.

- ზედიზედ 60 რბოლაა "მერსედესი" ქულებს აგროვებს.

- კიმი რაიკონენმა ბაჰრეინში მეხუთედ მოიპოვა მეორე ადგილი.

- მესამე ადგილზე გასულმა ლუის ჰემილტონმა 620-ე პოდიუმი მოიპოვა ბრიტანელი პილოტებისთვის.

- დებიუტანტმა გუნდმა "ჰაასმა" პირველ ორ რბოლაში ქულების მოპოვებით, March-ის 1970 წლის შედეგი გაიმეორა.

- სტოფელ ვარნდორნი პირველი ბელგიელია 1992 წლის შემდეგ, ვინც ფორმულა 1-ში ქულა მოიპოვა. ბოლოს ეს ტიერი ბუტსენმა შეძლო.

- 159 გრანპრისგან შემდგარ კარიერაში, სებასტიან ფეტელმა პირველად ვერ შეძლო სტარტის აღება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული