მიკ შუმახერი: ფორმულა 1 ჯერ ადრეა

AutoSharing Option
მიხაელ შუმახერის ვაჟი - მიკი უახლოეს პერიოდში არ აპირებს ფორმულა 1-ში გადასვლას. ამის შესახებ განაცხადა მიხაელის მენეჯერმა საბინა კემმა. მისი კომენტარი გაზეთმა "კორიერე დელო სპორტმა" გამოაქვეყნა.

"ბოლო სეზონში მიკი გაცილებით გამოცდილი პილოტი გახდა. ცვლილებები მოხდა მის პირად ცხოვრებაში, უფრო მოძლიერდა ფსიქოლოგიურად, მაგრამ ფორმულა 1-ში გადასვლა ჯერ ძალიან ადრეა. ამაზე ჩვენ ჯერ არ ვფიქრობ. მისთვის სასარგებლო იქნება კიდევ ერთი სეზონის გატარება ფორმულა 4-ში, სადაც ბრწყინვალე დებიუტი ჰქონდა. ძალიან გვიხარია მის გამო", - განაცხადა კემმა.

მიკ შუმახერი ამ სეზონში იტალიის ფორმულა 4-ში
გამოდის და პირველივე ეტაპზე ორი რბოლის მოგება შეძლო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული