ფორმულა 1: ბაქოს გრან პრის საინტერესო სტატისტიკა

AutoSharing Option
ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონატის მერვე ეტაპის - ევროპის გრანპრის შემდეგ, ცნობილმა ექსპერტმა მიკელე მერლინომ რამდენიმე საინტერესო სტატისტიკური მონაცემი გამოაქვეყნა...

კვალიფიკაცია
- ნიკო როსბერგის პოული 150-ე იყო გერმანელი პილოტებისთვის ფორმულა 1-ში და მე-60 "მერსედესის" შასისთვის.

- როსბერგმა კარიერაში 48-ედ აიღო სტარტი პირველი რიგიდან და ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა ხუან-მანუელ ფანხიოს და ჯიმ კლარკს.

- ბოლო 14 რბოლაში როსბერგი ყოველთვის პირველი რიგიდან იღებდა სტარტს, რითაც გაიმეორა სებასტიან ფეტელის კარიერაში საუკეთესო სერია (სინგაპური'10-დან ბრიტანეთი'11-მდე).

- დანიელ რიკარდომ კარიერაში მეექვსედ დაიწყო რბოლა პირველი რიგიდან, მაგრამ ვერც
ერთი ვერ მოიგო.

რბოლა
- ნიკო როსბერგმა კარიერაში მე-19 გამარჯვება მოიპოვა და ერთი მოგება სჭირდება იმისთვის, რომ საერთო რეიტინგში მიკა ჰაკინენსა და კიმი რაიკონენს გაუთანაბრდეს.

- როსბერგმა კარიერაში მეორედ მოიპოვა "დიდი სლემი" - გახდა პოულის მფლობელი, ლიდერობდა სტარტიდან ფინიშამდე, გაიარა რბოლაში საუკეთესო წრე და ფინიშზე პირველი მივიდა. პირველი "დიდი სლემი" მას წელს, რუსეთის გრანპრიზე ჰქონდა.

- "მერსედესის" შასისთვის ეს იყო 30-ე ჰეთ-თრიკი (პოული, საუკეთესო წრე და მოგება).

- სერხიო პერესი კარიერაში მეშვიდედ ავიდა პოდიუმზე. ერთ სეზონში ორი პოდიუმი მას 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია.

- 80 გრანპრი გავიდა "უილიამსის" ბოლო გამარჯვებიდან, როცა პასტორ მალდონადომ მოიგო ესპანეთის ეტაპი 2012 წელს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული