ჰეთ-თრიკი როსბერგისთვის?
მოქმედ პილოტებს შორის, ავსტრიაში მხოლოდ ნიკო როსბერგს მოუგია - მან ბოლო ორ სეზონში მოახერხა გამარჯვება. უფრო მეტჯერ შპილბერგში ალენ პროსტს გაუმარჯვია, მაგრამ გერმანელს უკვე ახლა აქვს ლეგენდარული ფრანგის გასწრების შანსი, რადგან პროსტს ავსტრიაში ზედიზედ სამი მოგება არ ჰქონია.ლუის ჰემილტონმა
რას იზამენ რედ ბული და ფერარი?
მონაკოსა და კანადაში რბოლებმა აჩვენეს, რომ "რედ ბულსა" და "ფერარის" ჯერ არ უთქვამთ საბოლოო სიტყვა და ისინი თანდათან ეწევიან "მერსედესს". ბაქოში გერმანული საჯინიბო უკონკურენციოდ იყო, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: ახალი ძრავით "ფერარის" შეუძლია ჩემპიონატის ტრასების უმრავლესობაზე ბრძოლა, ხოლო "რენოს" განახლებებმა ფრანგული ძრავები გააძლიერა და "რედ ბული" მზად არის, თუნდაც მეორე ადგილისთვის ებრძოლოს "ფერარის".მიუხედავად ამისა, ევროპის გრანპრიმ აჩვენა, რომ "მერსედესი" მაინც ძალიან შორს არის. ყოველ შემთხვევაში, ჩქაროსნულ ტრასებზე. და ავსტრიაში როსბერგი და ჰემილტონი ისევ ულაპარაკო ფავორიტები იქნებიან. თუმცა საკითხი იმაში მდგომარეობს, რამდენად ახლოს იქნებიან მდევრები ლიდერთან - სხვაობა საკმარისი იქნება იმისთვის, რომ პრესინგი შეძლონ და "მერსედესს" შეცდომა დააშვებინონ?
ზედიზედ სამი გამარჯვების მიუხედავად, "მერსედესის" ბოქსებში არ არის ძველებური დამაჯერებლობა. მანქანები (უფრო ზუსტად, ერთ-ერთი) მუდმივად გამოდიან მწყობრიდან, მრბოლელები ავარიაში ხვდებიან, სტარტზე ხშირად კარგავენ პოზიციებს. მოქმედ ჩემპიონებს სუფთა უქმეები რუსეთის გრანპრის შემდეგ არ ჰქონიათ და "ფერარისა" და "რედ ბულის" ინტერესებშია ამ ტენდენციის გაგრძელება.
როგორ გამოვა კიმი?
სეზონის ეკვატორის მოახლოებასთან ერთად, აქტუალური ხდება გუნდების შემადგენლობები მომავალი სეზონისთვის. ამ მხრივ, ერთ-ერთი მთავარი ინტრიგაა კიმი რაიკონენის კონტრაქტი. ამ წლის ბოლოს, ფინელის ხელშეკრულებას ვადა გასდის და "ფერარის" ხელმძღვანელობამ უკვე მიანიშნა პილოტს, რომ თუ გუნდში დარჩენა სურს, შედეგები უნდა გააუმჯობესოს.ბოლო სამ რბოლაში რაიკონენმა 20 ქულა დააგროვა, მისმა თანაგუნდელმა სებასტიან ფეტელმა - 48. ამასთან, ბაქოშიც და მონრეალშიც კიმი "ფერარის" ტაქტიკური შეცდომის მსხვერპლი გახდა.
ფინელის ადგილას ბევრ კანდიდატს მოაიზრებენ, თუმცა ძირითად პრეტენდენტებად ვალტერი ბოტასსა და სერხიო პერესს ასახელებენ. ორივეს უფრო სუსტი მანქანა ჰყავს, ვიდრე დღევანდელ "ფერარის", თუმცა ბოლო სამ რბოლაში რაიკონენმა ერთთანაც წააგო და მეორესთანაც.
შპილბერგის ტრასა
სიგრძე: 4326 მ
წრეების რიცხვი: 71
რბოლის დისტანცია: 307 კმ
მოსახვევები: 9 (2 მარცხენა, 7 მარჯვენა)
DRS-ის ზონა: ორი
უგრძესი სწორი მონაკვეთი: 868 მ
ტრასის რეკორდი: 1:08.337 (მ . შუმახერი, "ფერარი", 2003)
ყველაზე მეტი მოგება: 3 - ალენ პროსტი
უქმეების განრიგი
1 ივლისი, 12:00 - I პრაქტიკა
1 ივლისი, 16:00 - II პრაქტიკა
2 ივლისი, 13:00 - III პრაქტიკა
2 ივლისი, 16:00 - კვალიფიკაცია
3 ივლისი, 16:00 - რბოლა
საერთო ჩათვლა
1. როსბერგი (მერსედესი) - 141
2. ჰემილტონი (მერსედესი) - 117 (2)
3. ფეტელი (ფერარი) - 96
4. რაიკონენი (ფერარი) - 81
4. რიკარდო (რედ ბული) - 78
6. ფერსტაპენი(რედ ბული) - 54 (1)
7. ბოტასი(უილიამსი) - 52
8. პერესი (ფორს ინდია) - 39
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"