"ფინიშზე ორივე მანქანა რომ გამოთიშულიყო რბოლას, როგორც ეს ბარსელონაში მოხდა, სრულიად იდიოტურ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით. ეს იქნებოდა უპატივცემულობა იმ 500 ადამიანის მიმართ, რომლებიც ძალებს არ ზოგავენ იმითვის, რომ მანქანები რბოლისთვის მოამზადონ. ასეთ ინციდენტებს ბოლო უნდა მოეღოს.
როგორც ჩანს, პილოტებთან საუბარი საქმეს არ შველის, ამიტომაც ყველანაირი ვარიანტი უნდა მოვსინჯოთ, მათ შორის, ისეთი არაპოპულარული ნაბიჯი,
ვერ ვიტან გუნდურ ტაქტიკას, გულშემატკივრებისადმი პატივისცემიდან გამომდინარე, პილოტებს ბრძოლის საშუალება უნდა მივცეთ, მაგრამ არც ის გვინდა, რომ ყოველი რბოლა თანაგუნდელებს შორის ავარიით სრულდებოდეს.
ძალიან ცუდია, როცა ხელიდან გისხლტება გარანტირებული დუბლი და ბევრ ქულას კარგავ", - განაცხადა ვოლფმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"