ფორმულა 1. უნგრეთის გრანპრი: საინტერესო სტატისტიკა

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის მე-11 ეტაპის შემდეგ, ცნობილმა ექსპერტმა მიკელე მერლინომ რამდენიმე საინტერესო სტატისტიკური მონაცემი გამოაქვეყნა...

კვალიფიკაცია
- უნგრეთში კვალიფიკაციის მოგების შემდეგ, ნიკო როსბერგი პოულების რაოდენობით გაუთანაბრდა მიკა ჰაკინენს - 26. ამასთან, როსბერგს ამ შედეგის მისაღწევად 196 რბოლა დასჭირდა, ჰაკინენს - 161.

1. მიხაელ შუმახერი - 68
2. აირტონ სენა - 65
3. ლუის ჰემილტონი - 55
4. სებასტიან ფეტელი - 46
5. ჯიმ კლარკი - 33
5. ალენ პროსტი - 33
7. ნაიჯელ მენსელი - 32
8. ხუან-მანუელ ფანხიო - 29
9.
მიკა ჰაკინენი - 26
9. ნიკო როსბერგი - 26

- როსბერგმა და ლუის ჰემილტონმა 36-ედ დაიკავეს სასტარტო ბილიკის პირველი ხაზი, რითაც გაიმეორეს "მაკლარენის" წევრების - ჰაკინენისა და დევიდ კულტჰარდის შედეგი.

- "მერსედესი" პირველი გუნდია, რომლის პილოტებმა "ჰუნგარორინგზე" ზედიზედ ოთხი პოული მოიპოვეს.

- პირველად ფორმულა 1-ის ისტორიაში, კვალიფიკაცია ოთხჯერ შეწყდა წითელი დროშებით.

რბოლა
- ლუის ჰემილტონმა მეხუთედ მოიგო რბოლა "ჰუნგარორინგზე" - უნგრეთში ამდენი გამარჯვება არც ერთ პილოტს არ ჰქონია.

- ჰემილტონი მეოთხე პილოტია მიხაელ შუმახერის, ალენ პროსტისა და აირტონ სენას შემდეგ, ვისაც ხუთი ან მეტი მოგება აქვს ორ სხვადასხვა ტრასაზე. კანადაში ბრიტანელს ასევე ხუთი გამარჯვება აქვს. ყველაზე მეტი გამარჯვება ერთ ტრასაზე მიხაელ შუმახერმა მოიპოვა - რვაჯერ მოიგო რბოლა მანი-კურში.

- უნგრეთში გამარჯვებამ საშუალება მისცა ჰემილტონს, ამ სეზონში პირველად გამხდარიყო ჩემპიონატის ლიდერი. ბრიტანელმა ბოლო ექვსი გრანპრიდან ხუთი მოიგო და გააბათილა 43-ქულიანი ჩამორჩენა, რომელიც როსბერგთან ჰქონდა რუსეთის გრანპრის შემდეგ.

- მეორე ადგილზე გასვლით, როსბერგმა მე-11 ცდიდან შეძლო უნგრეთში პირველად პოდიუმზე ასვლა. უნგრეთის ტრასა 22-ეა, სადაც ნიკო პირველ სამეულში მოხვდა.

- ზედიზედ მესამე წელია, დანიელ რიკარდო ახერხებს "ჰუნგარორინგზე" პოდიუმზე მოხვედრას. რიკარდოს პოდიუმი 110-ე იყო ავსტრალიელი პილოტებისთვის ფორმულა 1-ში.

- "ფერარის" საუკეთესო შედეგი იყო სებასტიან ფეტელის მეოთხე ადგილი. მეორე რბოლაში ზედიზედ და მესამედ სეზონში, "სკუდერიამ" ვერ მოახერხა პოდიუმზე ასვლა. ზედიზედ მესამე რბოლაში, იტალიური გუნდი ჩამორჩა "რედ ბულს" მოპოვებული ქულების რაოდენობით. ახლა, ამ გუნდებს შორის კონსტრუქტორთა თასის ჩათვლაში მხოლოდ ერთი ქულაა სხვაობა.

- პირველად "ფერარიში" გადასვლის შემდეგ, სებასტიან ფეტელი ზედიზედ სამ რბოლაში ვერ ახერხებს პირველ სამეულში მოხვედრას.

- კიმი რაიკონენმა კარიერაში 43-ედ გაიარა რბოლის საუკეთესო წრე. ფინელი შესაბამის რეიტინგში მეორეა ამ მაჩვენებლით - ჩამორჩება მხოლოდ მიხაელ შუმახერს, თუმცა გერმანელი ძალიან შორსაა - მას 77 საუკეთესო წრე აქვს.

- ფერნანდო ალონსო უნგრეთში ყველაზე სტაბილური პილოტი იყო - მან უქმეების ყველა სესია მეშვიდე ადგილზე დაასრულა. ესპანელმა ამ სეზონში მესამედ დააგროვა ქულები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული