ფორმულა 1. იტალიის გრანპრი: საინტერესო სტატისტიკა

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის მე-14 ეტაპის შემდეგ, ცნობილმა ექსპერტმა მიკელე მერლინომ რამდენიმე საინტერესო სტატისტიკური მონაცემი გამოაქვეყნა...

კვალიფიკაცია
- მონცაში კვალიფიკაციის მოგებით, ლუის ჰემილტონმა კარიერაში 56-ე პოული მოიპოვა. ის მესამე ადგილზეა რეიტინგში და ჩამორჩება მხოლოდ აირტონ სენასა (65 პოული) და მიხაელ შუმახერს (68 პოული).

- მონცაზე პოულების რაოდენობით (ხუთი), ლუის ჰემილტონი გაუთანაბრდა ლიდერებს ამ მაჩვენებლით - ხუან-მანუელ ფანხიოსა და სენას. მონცაზე მხოლოდ ორმა პილოტმა აიღო შვიდჯერ სტარტი პირველი ხაზიდან - ჰემილტონმა და ფანხიომ.

- მონცას ჩქაროსნულ ტრასაზე ლუის ჰემილტონს შთამბეჭდავი უპირატესობა ჰქონდა უახლოეს მდევართან
სხვა გუნდიდან - 0.837 წამი. მსგავსი უპირატესობა ბოლოს 1993 წელს დაფიქსირდა, როცა ალენ პროსტმა ("უილიამსი") კვალიფიკაციაში 0.807 წამით აჯობა ჟან ალეზის ("ფერარი").

- ჰემილტონმა და ნიკო როსბერგმა 38-ედ აიღეს ერთად სტარტი პირველი რიგიდან. და თითოეულს ამ რბოლებში 19-19-ჯერ ჰქონდა პოული.

- ზედიზედ მე-20 რბოლაში "მერსედესის" თუნდაც ერთი პილოტი იდგა სასტარტო ბილიკის პირველ რიგში.

რბოლა
- კარიერაში 21-ე გამარჯვება მოიპოვა ნიკო როსბერგმა.

- მან პირველად შეძლო სეზონში შვიდი რბოლის მოგება.

- ნიკო გახდა პირველი პილოტი 2009 წლის შემდეგ, ვინც მონცაზე პოულის გარეშე გაიმარჯვა.

- ეს იყო გერმანელი პილოტების მეათე გამარჯვება მონცას ტრასაზე- ამ მაჩვენებლით, ისინი გაუთანაბრდნენ ბრაზილიელებს.

- ახლა, როსბერგს 15 სხვადასხვა ტრასაზე აქვს მოგება - როგორც დეიმონ ჰილსა და ნიკი ლაუდას.

- ნიკო როსბერგი კარიერაში 50-ედ ავიდა პოდიუმზე. ამ პერიოდში, "მერედესმა" 52 გრანპრიდან 27-ში შეასრულა დუბლი.

- ლუის ჰემილტონისთვის ეს იყო 98-ე პოდიუმი კარიერაში. საერთო რეიტინგში მან მესამე ადგილზე გადაინაცვლა. უფრო მეტი პოდიუმი ჰქონდათ ალენ პროსტსა (106) და მიხაელ შუმახერს (155).

- "მერსედესმა" ზედიზედ სამი რბოლა მოიგო მონცაზე, რითაც "ფერარის" 2002-04 წლების შედეგი გაიმეორა. პირველად ტრასის ისტორიაში, ზედიზედ სამჯერ ერთი გუნდის წევრები ლიდერობდნენ სტარტიდან ფინიშამდე.

- მონცაზე გამარჯვებების რაოდენობით (ხუთი), "მერსედესი" გაუთანაბრდა "ლოტუსს".

- სამეულში შესვლით, სებასტიან ფეტელმა 530-ე პოდიუმი მოუტანა "ფერარის".

- ზედიზედ მესამე რბოლაში "ფორს ინდიას" ორივე პილოტი მოხვდა ქულათა ზონაში.

- ფერნანდო ალონსომ კარიერაში 22-ედ გაიარა რბოლის სწრაფი წრე და ამ მაჩვენებლით გაუსწრო საერთო რეიტინგში მე-12 ადგილზე მყოფ გერჰარდ ბერგერს. ალონსო ამ სეზონში მეშვიდე პილოტია, ვინც წრეზე უსწრაფესი დრო დააფიქსირა. "მაკლარენმა" 2013 წლის შემდეგ პირველად გაიარა სწრაფი წრე, "ჰონდას" ძრავისთვის კი ეს პირველად მოხდა 1992 წლის შემდეგ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული