"სინგაპურის უქმეები ჩემთვის რთული აღმოჩნდა. ამიტომაც, იქ მოპოვებული პოდიუმი წარმატებად უნდა ჩაითვალოს. საბოლოო ჯამში, ნიკომ შესანიშნავი სამუშაო ჩაატარა, მე კი არ ვიყავი საუკეთესო ფორმაში. მაგრამ ასე ხდება ხოლმე. ორივენი ძლიერი მეტოქეები ვართ. ზოგიერთ ეტპაზე ის გამოდის ბრწყინვალედ, სხვებზე - მე. ძლიერი უქმეებისთვის რამდენიმე სხვადასხვა ფაქტორი უნდა აეწყოს ერთმანეთზე. და ყოველი ეტაპი ერთმანეთისგან განსხვავებულია.
არ ვიცი შემობრუნდება თუ არა სიტუაცია ჩემს სასარგებლოდ და როდის
იმისთვის, რომ ლიდერის პოზიცია დავიბრუნო და პირველი ადგილი შევინარჩუნო, კარგი შედეგები იქნება საჭირო, რასაც ადრე ხშირად ვაღწევდი. და არ მაქვს მიზეზი ვიფიქრო, რომ კარგი შედეგები აღარ მექნება. კვირას, მალაიზიის გრანპრიზე სიტუაციის შეცვლის პირველი შანსი მექნება და მოუთმენლად ველოდები რბოლას. ამ ტრასას კარგად ვიცნობ. ვნახოთ, როგორ აეწყობა ყველაფერი", - აცხადებს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი.
ჩემპიონატის დამთავრებამდე ოთხი ეტაპით ადრე, ჰემილტონი ცხრა ქულას აგებს თანაგუნდელთან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"