ფორმულა 1. იაპონიის გრანპრი: საინტერესო სტატისტიკა

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის მე-17 ეტაპის შემდეგ, ცნობილმა ექსპერტმა მიკელე მერლინომ რამდენიმე საინტერესო სტატისტიკური მონაცემი გამოაქვეყნა...

კვალიფიკაცია
- სუზუკაში კვალიფიკაციის მოგებით, ნიკო როსბერგმა 30-ე პოული მოიპოვა კარიერაში - მას მერვე ადგილი უკავია საერთო რეიტინგში. მეშვიდეზეა - ნაიჯელ მენსელი (32 პოული).

- ლუის ჰემილტონმა და როსბერგმა მეორმოცედ დაიკავეს ერთად სასტარტო ბილიკის პირველი რიგი. და ამ შემთხვევებში, მათ პოულების თანაბარი რაოდენობა აქვთ - 20-20.

- პირველი რიგიდან სტარტის რაოდენობით (56), როსბერგი გაუთანაბრდა ნაიჯელ მენსელს, რომელიც მეექვსეა ამ მაჩვენებლით საერთო რეიტინგში.

რბოლა
- ნიკო როსბერგმა
კარიერაში პირველად მოიგო იაპონიის გრანპრი, კარიერაში 23-ე გამარჯვება მოიპოვა, ამ სეზონში - მეცხრე. ფორმულა 1-ის ისტორიაში არ ყოფილა პილოტი, რომელსაც ერთ ჩემპიონატში ცხრა ეტაპის მოგების შემდეგ, ჩემპიონობა არ მოეპოვობინოს.

- პირველად ამ სეზონში, როსბერგმა მოიგო რბოლა პოულიდან, როცა მისმა თანაგუნდელმა მეორე პოზიციიდან აიღო სტარტი.

- "მერსედესმა" მე-60 რბოლა მოიგო ისტორიაში და გუნდი ამ მაჩვენებლით მეხუთე ადგილზეა. მეოთხე პოზიციაზეა "ლოტუსი" 81 მოგებით.

- ახლა, როსბერგის კარიერაში არის 17 სხვადასხვა ტრასაზე გამარჯვება. ამ მაჩვენებლით, ის აირტონ სენას გაუთანაბრდა.

- მაქს ფერსტაპენმა ზედიზედ მეორე რბოლაში დაიკავა მეორე ადგილი, სულ კი ამ სეზონში ექვსჯერ იყო პოდიუმზე. იგივე მაჩვენებელი აქვს წელს, მის თანაგუნდელს დანიელ რიკარდოს.

- ლუის ჰემილტონი კარიერაში მეასედ ავიდა პოდიუმზე. ბრიტანელი კარიერაში ჩატარებული რბოლებიდან 54.35 პროცენტში მოხვდა სამეულში. და ამ კოეფიციენტით ლუისი უსწრებს იმათ, ვისაც კარიერაში მასზე მეტი პოდიუმი აქვს მოპოვებული - ალენ პროსტს (106 პოდიუმი) და მიხაელ შუმახერს (155 პოდიუმი).

- "მერსედესმა" ზედიზედ მესამედ მოიპოვა კონსტრუქტორთა თასი. აქამდე ასეთი რამ ოთხი გუნდმა შეძლო - "ფერარიმ", "მაკლარენმა", "უილიამსმა" და "რედ ბულმა".

- მერსედესმა" ასევე გაინაღდა ტიტული პირად ჩათვლაში - იაპონიის გრანპრის შემდეგ, მხოლოდ როსბერგსა და ჰემილტონს აქვთ საბოლოო გამარჯვების შანსი. იმისთვის, რომ კარიერაში პირველად მოიპოვოს ტიტული, როსბერგს სჭირდება დარჩენილ ოთხივე რბოლაში მეორე ადგილზე გასვლა.

- შეწყდა სებასტიან ფეტელის სერია - ზედიზედ შვიდი პოდიუმი "სუზუკაზე".

- პირველად კარიერაში, სერხიო პერესმა ზედიზედ ექვს რბოლაში მოიპოვა მინიმუმ ერთი ქულა.

- ჯენსონ ბატონმა 131-ე რბოლა ჩაატარა "მაკლარენში" და გაუთანაბრდა მიკა ჰაკინენს. მხოლოდ დევიდ კულტჰარდს აქვს უფრო მეტი რბოლა ბრიტანული საჯინიბოს შემადგენლობაში - 151.

- ბატონმა კარიერაში პირველად დაიწყო რბოლა 22-ე ადგილიდან. ასევე კარიერაში ყველაზე ცუდი შედეგი იყო - მე-18 ადგილი რბოლაში.

- იაპონიის გრანპრიზე ფინიშამდე 22-ივე ბოლიდმა მიაღწია. ეს არის მხოლოდ მეშვიდე შემთხვევა ფორმულა 1-ის ისტორიაში და მეორე - მიმდინარე სეზონში, ჩინეთის გრანპრის შემდეგ.

წინა 54 სეზონის განმავლობაში, შემდეგი შემთხვევები დაფიქსირდა: 1961 წელს ჰოლანდიაში, 2005 წელს - აშშ-სა და იტალიაში, 2011 წელს - ესპანეთში და 2015 წელს - იაპონიაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული