კანადელი მრბოლელი ავტოსპორტში კარიერას "ფერარის" სარბოლო აკადემიაში იწყებდა, რის შემდეგაც, "უილიამსის" განვითარების პროგრამას შეუერთდა და სიმულატორზე მუშაობდა. წელს, მან 2014 წლის ბოლიდით რამდენიმე ტრასაზე სატესტო პროგრამა ჩაატარა. ასევე აღვნიშნავთ, რომ წლევანდელ სეზონში 18 წლის სტროლმა ევროპის ფორმულა 3-ში ტიტული მოიპოვა.
მომავალ სეზონში სტროლს დებიუტი ექნება ფორმულა 1-ში. მისი წინამორბედი ფელიპე მასა ამ სეზონის შემდეგ ასრულებს კარიერას.