ფორმულა 1. ბაჰრეინის გრანპრი: საინტერესო სტატისტიკა

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო ეტაპის შემდეგ, ცნობილმა ექსპერტმა მიკელე მერლინომ რამდენიმე საინტერესო სტატისტიკური მონაცემი გამოაქვეყნა...

კვალიფიკაცია
- აბუ დაბიში მოპოვებული პოული სეზონში მე-12 და კარიერაში 61-ე იყო ლუის ჰემილტონისთვის. ლუისმა საკვალიფიკაციო დაპირისპირებაში მოუგო დუელი თანაგუნდელ ნიკო როსბერგს - 12:9.

1. მიხაელ შუმახერი - 68
2. აირტონ სენა - 65
3. ლუის ჰემილტონი - 61
4. სებასტიან ფეტელი - 46

- კვალიფიკაციაში მეორე ადგილზე გასვლით, ნიკო როსბერგმა კარიერაში მესამოცედ დაიწყო რბოლა პირველი რიგიდან.

- "მერსედესი" პირველი გუნდი გახდა ფორმულა 1-ის ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ
სამი წელი სეზონში მხოლოდ ერთი პოული დაუთმო მეტოქეებს.

- სებასტიან ფეტელმა პირველი სეზონი ჩაატარა კარიერაში, როცა არც ერთი სტარტი არ ჰქონია პირველი რიგიდან.

რბოლა
- ლუის ჰემილტონმა სეზონში მეათე და კარიერაში 53-ე გამარჯვება მოიპოვა. ის პირველი პილოტია ისტორიაში, რომელმაც სეზონში 10 რბოლა მოიგო და ამასთან, ვერ გახდა ჩემპიონი.

- ჰემილტონი ერთადერთი პილოტია ისტორიაში, რომელმაც კარიერაში ორჯერ შეძლო სეზონში პოდიუმზე 17-ჯერ ასვლა - 2015 და 2016 წლებში. თითოჯერ კარიერაში 17 პოდიუმი ჰქონდათ მიხაელ შუმახერსა (2002) და სებასტიან ფეტელს (2011).

- ნიკო როსბერგი 33-ე ჩემპიონია ფორმულა 1-ში, მესამე გერმანელია მიხაელ შუმახერისა და სებასტიან ფეტელის შემდეგ და პირველი გერმანელი, რომელმაც ტიტული მოიპოვა გერმანული ავტომწარმოებლის მანქანით. ჩემპიონების რაოდენობით, გერმანია მეორე ადგილს იყოფს ბრაზილიასთან და ფინეთთან ერთად. ლიდერობენ ბრიტანელები - მათ მსოფლიოს 10 ჩემპიონი ჰყავთ.

- ნიკომ ტიტული მოიგო 206 რბოლის (11 სეზონი) შემდეგ. ამ მაჩვენებლით მან დაამხო ნაიჯელ მენსელის რეკორდი, რომელმაც ჩემპიონობამდე 176 რბოლა (12 სეზონი) ჩაატარა.

- როსბერგმა ტიტული მოიპოვა მამის - კეკე როსბერგის ჩემპიონობიდან 34 წლის თავზე - ორივენი ჩემპიონები გახდნენ ბოლიდით, რომელსაც მეექვსე ნომერი ჰქონდა. ასევე 34-წლიანი ინტერვალი იყო გრემ და დეიმონ ჰილების ტიტულებს შორის (1962-დან 1996 წლამდე).

- როსბერგი ყველაზე ასაკოვანი (31 წლის) ჩემპიონია ბოლო 20 წლის განმავლობაში.

- "მერსედესმა" ახალი რეკორდი დაამყარა სეზონში პოდიუმების რაოდენობით - 33. წინა რეკორდიც მას ეკუთვნოდა და ის შარშან იყო დამყარებული - 32.

- ფელიპე მასამ ფორმულა 1-ში კარიერა 250 გრანპრით დაასრულა.

- დანიელ რიკარდო ფორმულა 1-ის პირველი პილოტია ისტორიაში, ვინც სეზონში 21 რბოლაში მივიდა ფინიშამდე. მან გააუმჯობესა კიმი რაიკონენის 2012 წლის რეკორდი, როცა ფინელმა სეზონის 20-ივე რბოლა დაასრულა.

- "ფორს ინდიამ" კონსტრუქტორთა თასზე მეოთხე ადგილი დაიკავა და ეს ინდური საჯინიბოს ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

- ფერნანდო ალონსომ მეექვსე და ზედიზედ მესამე სეზონი ჩაატარა მოგების გარეშე.

- პირველად თავის ისტორიაში, "მაკლარენმა" ზედიზედ ოთხი სეზონი ჩაატარა პოულებისა და მოგებების გარეშე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბაჰრეინის არ ყოფილა, აბუ-დაბის რბოლა იყო :)
gogareanim
16:53 01-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული