ფორმულა 1 საფრანგეთშიც ჩატარდება

AutoSharing Option
პარიზში, საფრანგეთის საავტომობილო კლუბის შტაბ-ბინაში გაიმართა პრესკონფერენცია, რომელიც ფორმულა 1-ის კალენდარში საფრანგეთის გრანპრის დაბრუნებას მიეძღვნა.

იქ ოფიციალურად გამოცხადდა, რომ რბოლა 2018 წელს ჩატარდება და მას პოლ რიკარის ტრასა უმასპინძლებს.

კონტრაქტი, რომელიც ხუთი წლით არის გაფორმებული, რეგიონის ეკონომიკას 65 მილიონ ევროს მოუტანს. ეტაპის ჩატარების სავარაუდო ხარჯია 30 მილიონი. ავტოდრომის ტრიბუნების ტევადობა - 40 ათასი ადგილია, კიდევ 20 ათასი მაყურებელი თავისუფალი განთავსების ზონაში მოხვდება.

ბოლოს, საფრანგეთის გრანპრი 2008 წელს, მანი-კურის ტრასაზე გაიმართა. პოლ-რიკარის ავტოდრომს კი ფორმულა 1-ის 14 ეტაპი მიუღია 1971-90 წლების
პერიოდში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული