მეექვსე ეტაპზე საერთო ჩათვლის ლიდერი შეიცვალა. სტეფან პეტერანსელი პირველი მივიდა ფინიშთან და სებასტიან ლოებს ერთბაშად რვა წუთი მოუგო.
გენერალურ კლასიფიკაციაში სტეფანმა ლეგენდარულ რალისტს 27 წამით გაუსწრო, მაგრამ მეშვიდე ეტაპზე ამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო.
ამჯერად, გამარჯვება კარლოს საინსმა მოიპოვა, რომელთანაც ლოებმა 38 წამი წააგო. სამაგიეროდ, სებასტიანმა თითქმის სამი წუთი მოუგო პეტერანსელს და დაიბრუნა პირველობა საერთო ჩათვლაში - მათ შორის სხვაობა ორწუთნახევარს შეადგენს.
მესამე მოდის კარლოს საინსი თითქმის ხუთწუთიანი
არაფერი შეცვლილა მოტოციკლების კლასში. ლიდერი კვლავაც "ჰონდას" წევრი პაულუ გონკალვეშია. მეშვიდე ეტაპზე მან ჯენტლმენური საქციელი ჩაიდინა. KTM-ს პილოტს მატიას ფალკნერს ავარია შეემთხვა და ფეხი მოიტეხა.
დახმარება მას სწორედ გონკალვეშმა აღმოუჩინა, რის გამოც, პორტუგალიელმა 11 წუთი დაკარგა. ფინიშზე მას ეს დრო აუნაზღაურეს და გონკალვეშმა შეინარჩუნა საერთო ჩათვლაში KTM-ის კიდევ ერთ წევრთან ტობი პრაისთან სამწუთიანი უპირატესობა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"