საწყისი წრეებიდანვე ძალიან დაძაბული ბრძოლა გაჩაღდა. მალე პოულის მფლობელმა კეისი სტოუნერმა მოახერხა პირველი ადგილის დაბრუნება, მაგრამ სოლიდურ უპირატესობაზე ლაპარაკი არ ყოფილა - პედროსა გვერდით ედგა. იქვე იყვნენ სხვა ფავორიტებიც. ასეთი სიმჭიდროვის გამო ლიდერთა ჯგუფში ხშირად იცვლებოდა ადგილები. მაგალითად, მარკო სიმონჩელი მესამე ადგილზე გადავიდა და პედროსას
პირველი ათი წრის შემდეგ გარკვეული ტენდენცია ჩამოყალიბდა. სტოუნერმა ნელ-ნელა დაიწყო პედროსასთან უპირატესობა გაზრდა, ამ უკანასკნელს კი მუდმივად ავიწროებდა სიმონჩელი. იტალიელი უარს არ ამბობდა თავის აგრესიულ სტილზე და მალე შეტევაზეც გადავიდა. მარკომ გვიანი დამუხრუჭება გამოიყენა მოსახვევში გარე რადიუსით შესვლისას. საბოლოოდ, ძალიან სახიფათო მანევრი გამოუვიდა და მრბოლელებს შორის კონტაქტი მოხდა - პედროსა დაეცა, სიმონჩელიმ კი გზა განაგრძო.
მიუხედავად ამისა, იტალიელმა მაინც ვერ მოიპოვა მოტოგრანპრის კლასში თავისი პირველი პოდიუმი. სახიფათო მანევრისთვის ის მსაჯებმა პიტ-ლეინზე შესვლით დააჯარიმეს და ამით მისმა მდევრებმა მიიღეს პოდიუმისთვის ბრძოლის შანსი. ლორენსო, დოვიციოზო და როსი პრეტენზიას არ აცხადებდნენ სამეულში შესვლაზე, მაგრამ ახლა ორ მათგანს ამის შანსი მიეცა. ფავორიტი ლორენსო იყო, მაგრამ ესპანელმა შეცდომა დაუშვა და ერთ წრეზე ერთბაშად ორი პილოტი გაუშვა წინ. მართალია, ხორხე ბევრით არ ჩამორჩენილა და დაკარგული პოზიციის დაბრუნებაც შეეძლო, მაგრამ კიდევ ერთმა შეცდომამ საბოლოოდ მოუსპო პოდიუმზე ასვლის შანსი.
ასე რომ, მეორე ადგილისთვის ბრძოლა დოვიციოზომ და როსიმ წარმართეს. ვალენტინომ თავიდან გაუსწრო კონკურენტს, მაგრამ ანდრე არ დანებდა და ფინიშამდე ოთხი წრით ადრე ისევ მეორე ადგილზე აღმოჩნდა. რომის კიდევ ერთხელ სცადა გაბრძოლება, მაგრამ არც ერთ მის ცდას შედეგი არ მოჰყოლია და მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონს მესამე ადგილით დაკმაყოფილება მოუწია.
საფრანგეთის გრან-პრი
1. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "ჰონდა") - 28 წრე; 2. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "ჰონდა") - +14,214; 3. ვალენტინო როსი (იტა, "დუკატი") - +14,564; 4. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - +21,075; 5. მარკო სიმონჩელი (იტა, "ჰონდა") - +31,245; 6. ბენ სპისი (აშშ, "იამაჰა") - +31,609
საერთო ჩათვლა
1. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - 78 ქულა; 2. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "დუკატი") - 66; 3. დანიელ პედროსა (ესპ, "ჰონდა") - 61; 4. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "ჰონდა") - 50; 5. ვალენტინო როსი (იტა, "იამაჰა") - 47.