რას ვნახავთ უქმეებზე?

AutoSharing Option
მომავალი უქმეები დატვირთული იქნება ავტომოტოსპორტული მოვლენებით. ფორმულა 1-ში კანადის გრანპრის გარდა, რა თქმა უნდა, უდიდეს ინტერესს გამოიწვევს ლეგენდარული "ლე მანის 24 საათი". აქ გამარჯვებულის პროგნოზირება რთულია, რადგან 24-საათიან რბოლას ყველა მანქანა ვერ გაუძლებს, თუნდაც ის "აუდის" ან "პეჟოს" შექმნილი იყოს. სწორედ ეს საქარხნო გუნდები მიიჩნევიან ფავორიტებად.

მოტორბოლებშიც ინტრიგა საკმარისადაა. ბევრ გულშემატკივარს აინტერესებს - შეძლებს თუ არა ხორხე ლორენსო კონკურენტების შეჩერებას და ლიდერობის შენარჩუნებას? ამ კითხვაზე პასუხს მალე გავიგებთ.

ფორმულა 1
კანადის გრანპრი
ადგილი - მონრეალი, ჟილ ვილნევის სახელობის ავტოდრომი
წრის
სიგრძე - 4 361 მ
წრეების რაოდენობა - 70
წრეზე რეკორდი - 1:13,662: რუბენს ბარიკელო (2004)
შარშანდელი გამარჯვებული - ლუის ჰემილტონი
საერთო ჩათვლა
1. ფეტელი (რედ ბული) - 143
2. ჰემილტონი (მაკლარენი) - 85
3. უებერი (რედ ბული) - 79
4. ბატონი (მაკლარენი) - 75
5. ალონსო (ფერარი) - 69
განრიგი
10 ივნისი, 18:00 - I პრაქტიკა
10 ივნისი, 22:00 - II პრაქტიკა
11 ივნისი, 18:00 - III პრაქტიკა
11 ივნისი, 21:00 - კვალიფიკაცია
12 ივნისი, 21:00 - რბოლა


ლე მანის 24 საათი
ადგილი - სარტე, საფრანგეთი
წრის სიგრძე - 13 629 მ
შარშანდელი გამარჯვებულები - მაიკ როკენფელერი, ტიმო ბენჰარდი, რომენ დიუმა (Audi)
განრიგი
9 ივნისი, 21:00 - კვალიფიკაცია
9 ივნისი, 22:00 - კვალიფიკაცია
9 ივნისი, 00:00 - კვალიფიკაცია
11 ივნისი, 11:00 - გასახურებელი წრე
11 ივნისი, 17:00 - რბოლა


მოტორბოლა
ბრიტანეთის გრანპრი
ადგილი - სილვერსტოუნი
წრის სიგრძე - 5 901 მ
წრეების რაოდენობა - 70
შარშანდელი გამარჯვებული - ხორხე ლორენსო (Yamaha)
საერთო ჩათვლა
1. ლორენსო (Yamaha) - 98
2. სტოუნერი (Honda) - 91
3. დოვიციოზო (Honda) - 63
4. პედროსა (Honda) - 61
5. როსი (Ducati) - 58
განრიგი
10 ივნისი, 13:10 - I პრაქტიკა
10 ივნისი, 17:10 - II პრაქტიკა
11 ივნისი, 13:10 - III პრაქტიკა
11 ივნისი, 16:55 - კვალიფიკაცია
12 ივნისი, 12:30 - გასახურებელი წრე
12 ივნისი, 16:00 - რბოლა


სუპერბაიკი
ადგილი - მიზანო, იტალია
წრის სიგრძე - 4 064 მ
საერთო ჩათვლა
1. ჩეკა (Ducati) - 195
2. მელანდრი (Yamaha) - 134
3. ბიაჯი (Aprilia) - 133
4. ლეივერტი (Yamaha) - 109
5. ჰესლამი (BMW) - 95
განრიგი
11 ივნისი, 16:00 - Superbike. სუპერპოული
11 ივნისი, 17:05 - Supersport. კვალიფიკაცია
12 ივნისი, 13:00 - Superbike. რბოლა №1
12 ივნისი, 14:30 - Supersport. რბოლა
12 ივნისი, 16:30 - Superbike. რბოლა №2
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული