გზააბნეულები

AutoSharing Option
კურიოზულ სიტუაციას ჰქონდა ადგილი დაკარის რალი-რეიდის დროს. პორტუგალიურ ეკიპაჟს ფრანსისკო პიტას მეთაურობით გზა აებნა და
იმის ნაცვლად, რომ უდაბნოში ერბოლა, ჩილეს ქალაქ ანტოფაგასტას ქუჩებში უაზროდ მოძრაობდა.

უფრო მეტიც - პიტამ და მისმა მეწყვილემ უმბერტო გონკალვეშმა გზაჯვარედინზე ავარია მოახდინეს. საგზაო შემთხვევა მათ შეცდომას მოჰყვა და ინციდენტის შედეგად მეორე მანქანის ქალი მძღოლი დაზარალდა, რომელიც მცირე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"ისინი ჩრდილოეთიდან შემოვიდნენ ქალაქში და ისე მოძრაობდნენ, რომ არანაირ საგზაო ნიშანს ყურადღებას არ აქცევდნენ", - ამბობს თვითმხილველი.

საბოლოოდ, პორტუგალიური ეკიპაჟი პოლიციამ იმ ადგილას მიაცილა,
სადაც დაკარის მონაწილეები იყვნენ დაბანაკებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული