ალენ პროსტმა ყინული დაიპყრო

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე დასრულდა Trophee Andros - ყინულის ტრასებზე პოპულარული სარბოლო სერია, რომელშიც გამარჯვება ალენ პროსტმა მოიპოვა.

ლეგენდარული ფრანგი სპეციალურად მომზადებული მინივენით (Dacia Lodgy Glace) გამოდიოდა. ეს ფორმულა 1-ის ოთხგზის ჩემპიონის მესამე ტიტულია. სხვათა შორის წელს პროსტის პარტნიორები იყვნენ მისი ვაჟი ნიკოლა და ყინულის ტრასებზე გამოცდილი მრბოლელი ევანს სტივერნარტი.

"ეს განსაკუთრებული გამარჯვებაა, რადგან მინივენით გამოვდიოდით, რაც არ არის იოლი, - განაცხადა პროსტმა. - მინდა მადლობა გადავუხადო მთელს გუნდს, განსაკუთრებით ევანსსა და ნიკოლას. ჩვენ რომ მეორე მანქანა არ გვყოლოდა, წელს Trophee Andros-ს
ვერ მოვიგებდით, რადგან სეზონის ბოლოს ბრძოლა ძალიან დაძაბული იყო".

ამასობაში, ფორმულა 1-ის კიდევ ერთმა ყოფილმა ჩემპიონმა ჟაკ ვილნევმა სერიის ორგანიზატორები შედეგების გაყალბებაში დაადანაშაულა.

"რადიო მონტე კარლოს" ეთერში კანადელმა განაცხადა, რომ ორგანიზატორები ეხმარებოდნენ ალენ პროსტს. კერძოდ, მათ ფრანგს ბოლო ეტაპის დროს მომხდარი ავარიის შემდეგ მანქანის შეკეთების უფლება მისცეს.

"მივხვდით, რომ ჩვენ არა Trophee Andros-ზე, არამედ ალენ პროსტის სახელობის თასზე გამოვდიოდით, - განაცხადა ვილნევმა. - მეეჭვება, რომ აქ კიდევ გამოვიდე. ეს სპორტის არ არის".

თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, 2011-12 წლების სეზონში ვილნევმა Skoda Fabia-ს მანქანით მხოლოდ მე-12 ადგილი დაიკავა. უფრო წარმატებულები იყვნენ ფორმულა 1-ის სხვა ყოფილი პილოტები. მაგალითად, ოლივიე პანისმა ჩემპიონატი მეოთხე ადგილზე დაასრულა, ფრანკ ლაგორსმა - მეექვსეზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული