ცეცხლი დაიტონაზე

AutoSharing Option
ოკეანის გაღმა პოპულარული სარბოლო სერიის - ნასკარის ახალი სეზონი დაიტონას ლეგენდარული 500-მილიანი რბოლით გაიხსნა.

სახელგანთქმული ეტაპის სტარტი წვიმის გამო რამდენჯერმე გადაიდო, მაგრამ საბოლოოდ, გუშინ დილით პილოტებმა მოახერცეს დაიტონა 500-ის სტარტზე გასვლა.

როგორც ყოველთვის, რბოლა მდიდარი იყო ავარიებით. საკმარისია აღინიშნოს, რომ მონაწილეთა თითქმის ნახევარმა ფინიშამდე ვერ მიაღწია.

ყველაზე სახიფათო ავარიაში კი, რა თქმა უნდა, ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი, კოლუმბიელი ხუან პაბლო მონტოია მოხვდა. თანაც, "მაკლარენის" ყოფილმა წევრმა მანქანაზე კონტროლი მაშინ დაკარგა, როცა რბოლა შეჩერებული იყო. კოლუმბიელის "შევროლე" მოსრიალდა და სატვირთო მანქანას
შეეჯახა, რომელიც იმ დროს ტრასაზე დაღვრილ ზეთს წმენდა.

მონტოია სატვირთო მანქანის იმ ნაწილს შეეჯახა, სადაც საწვავის 200-ლიტრიანი ავზი იყო დამონტაჟებული. საინტერესოა, რომ მონტოიამ მცირედით დაიზიანა ფეხი, თუმცა მეორე პილოტი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რბოლა კარგა ხანი შეწყდა. მონტოიას ავარიის მომენტში ლიდერი დეივ ბლენი იყო, მაგრამ რესტარტის შემდეგ ყველას აჯობა მეტ კენსეტმა და სწორედ ის მივიდა პირველი ფინიშთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული