ლეგენდარული კარლოს საინსი დაკარს შეეშვა

AutoSharing Option
ჩილეს ტერიტორიაზე გამართული 455-კილომეტრიანი ეტაპის შემდეგ, საერთო ჩათვლაში ცვლილება არ მომხდარა, მაგრამ დაიძაბა სიტუაცია გენერალურ კლასიფიკაციაში.

ბრწყინვალედ გამოდის კატარელი ნასერ ალ-ატიია, რომელმაც უკვე მესამე ეტაპი მოიგო ამ რბოლაში. რაც მთავარია, მეექვსე ეტაპზე მან უმნიშვნელოვანესი დუელი მოუგო სტეფან პეტერანსელს - მან ფრანგთან თითქმის ბოლომდე შეამცირა ჩამორჩება.

პეტერანსელის 10-წუთიანი სხვაობა ერთ წუთამდე დავიდა, რაც ასეთი ტიპის ავტომარათონში თითქმის არაფერს ნიშნავს.
არანაკლებ დაძაბული ბრძოლაა მოსალოდნელი მესამე ადგილისთვის, სადაც ჯერ უპირატესობა ჟინიელ დე ვილიერსის მხარესაა, რომელიც რუს ლეონიდ ნოვიცკის უსწრებს.

დაბოლოს, გაგრძელდა და დასრულდა
ლეგენდარული კარლოს საინსის პრობლემები. ესპანელმა მეექვსე ეტაპის ფინიშამდე ვერ მიაღწია და მისთვის წლევანდელი დაკარი დასრულებულია.

VI ეტაპი
ავტომობილები
1. ნასელ ალ-ატიია (კატარი, Buggy) - 3:32.08; 2. სტეფან პეტერანსელი (საფრანგეთი, Mini) - +8.36; 3. რობი გორდონი (აშშ, Hammer) - +13.52; 4. ორლანდო ტერანოვა (არგენტინა, BMW) - +14.13; 5. ლეონიდ ნოვიცკი (რუსეთი, Mini) - +15.48...

საერთო ჩათვლა
1. სტეფან პეტერანსელი (საფრანგეთი, Mini) - 14:34.16; 2. ნასელ ალ-ატიია (კატარი, Buggy) - +1.18; 3. ჟინიელ დე ვილიერსი (სამხრეთ აფრიკა, Toyota) - +42.31; 4. ლეონიდ ნოვიცკი (რუსეთი, Mini) - +44.47; 5. გერლენ შიშერი (საფრანგეთი, Buggy) - +1:16.26...

* * *

მოტოციკლების კლასში კვლავაც ოლივიე პენი ლიდერობს, თუმცა გენერალურ კლასიფიკაციაში დაიშალა მისი და “იამაჰას” მეორე წევრის დავიდ კასტოს დუეტი. მოქმედმა ჩემპიონმა სირილ დეპრემ ეტაპზე მესამე დრო აჩვენა და სწორედ ის მოექცა პენსა და კასტოს შორის. ტოპ-ხუთეულში კვლავაც დიდი სიმჭიდროვეა.

მოტოციკლები
1. ფრანსისკო ლოპესი (ჩილე, KTM) - 3:36.21; 2. რუბენ ფარია (პორტუგალია, KTM) - +2.34; 3. სირილ დეპრე (საფრანგეთი, KTM) - +3.48; 4. კურტ კასელი (აშშ, KTM) - +4.48; 5. ისრაელ ესკერე (ჩილე, “ჰონდა”) - +6.13...

საერთო ჩათვლა
1. ოლივიე პენი (საფრანგეთი, Yamaha) - 15:35.23; 2. სირილ დეპრე (საფრანგეთი, KTM) - +2.22; 3. დავიდ კასტო (საფრანგეთი, Yamaha) - +4.48; 4. ფრანსისკო ლოპესი (ჩილე, KTM) - +6.06; 5. რუბენ ფარია (პორტუგალია, KTM) - +8.35...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"დაკარმა" უკვე 62 ადამიანი შეიწირა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული