ფრანგი მოტომრბოლი ტომას ბურჟენი პოლიციის მანქანასთან შეჯახებისას დაიღუპა. ავარიის ადგილზე მისულ ექიმებს მხოლოდ ისღა დარჩენოდათ, რომ სპორტსმენის სიკვდილი დაეფიქსირებინათ. ტრაგიკული ინციდენტი მთებში მოხდა, როცა ბურჟენი სპეცმონაკვეთის სტარტისკენ მიემართებოდა.
"25 წლის პილოტი ჩილეს პოლიციის ავტომობილს შეეჯახა, რომელიც საპირისპირო მიმართულებით მიდიოდა, - იტყობინება "დაკარის" ოფიციალური ვებგვერდი. - მიმდინარეობს ავარიის მიზეზისა და გარემოებების დადგენა".
შეგახსენებთ, რომ ეს არ არის წლევანდელი რალის ერთადერთი ტრაგიკული შემთხვევა - ერთ დღით ადრე, პერუსა და ჩილეს საზღვართან ახლოს მოხდა ავარია სამი მანქანის
* * *
კვირას, "დაკარზე" დასვენების დღე იყო, შაბათს კი ორგანიზატორებმა დისტანციის დამოკლება გადაწვიტეს, რადგან ძლიერი წვიმა სერიოზულ ხიფათს უქადდა მონაწილეებს. შედეგად, ავტო და მოტომრბოლებმა შემოკლებული ეტაპი გაიარეს.
უფრო მეტიც, დღის ბოლოს, ავტომობილების კლასში დისტანცია კიდევ უფრო შეამცირეს, ამიტომაც, გადაწყდა საერთო ჩათვლაში გაეთვალისწინებათ იმ მომენტისთვის ფინიშზე მისული ოთხი პილოტის შედეგი. ესენი იყვნენ: გერლენ შიშერი, ორლანდო ტერანოვა, რობი გორდონი და სტეფან პეტერანსელი. დანარჩენი პილოტების დრო კი გაუთანაბრეს პეტერანსელის დროს, რომელიც ამ კვარტეტში მეოთხე იყო.
ამ ყველაფერმა კი ის მოიტანა, რომ ავტომობილების კლასში ფაქტობრივად არაფერი შეცვლილა. შიშერიმ, ტერანოვამ და გორდონმა ოდნავ შეამცირეს ლიდერთან ჩამორჩება, სხვები კი იგივე პოზიციებზე დარჩნენ.
საერთო ჩათვლა
1. სტეფან პეტერანსელი (საფრანგეთი, Mini) - 18:31.04; 2. ნასელ ალ-ატიია (კატარი, Buggy) - +3.14; 3. ჟინიელ დე ვილიერსი (სამხრეთ აფრიკა, Toyota) - +44.03; 4. ლეონიდ ნოვიცკი (რუსეთი, Mini) - +48.54; 5. გერლენ შიშერი (საფრანგეთი, Buggy) - +1:04.50...
* * *
მოტოციკლების კლასში კი ყველაფერი თავდაყირა დადგა. პირველ ორ ადგილზე მყოფმა ოლივე პენმა და ფრანსისკო ლოპესმა ძალიან ცუდი ეტაპი ჩაატარეს და პირველი სამეულიდან გავარდნენ.
პირველ როლებზე კი დავიდ კასტო და სირილ დეპრე აღმოჩდნენ, რომლებიც ასევე არ ყოფილან ძალიან სწრაფები: ეტაპის გამარჯვებულმა ხოან ბარედა ბორტმა მათ 15 წუთი მოუგო.
ეტაპის შემდეგ კი მოქმედ ჩემპიონ დეპრეს ძრავის შეცვლისთვის 15-წუთიანი ჯარიმა მისცეს და მთავარი ფავორიტი მეორედან მეხუთე ადგილამდე ჩამოქვეითდა.
საერთო ჩათვლა
1. დავიდ კასტო (საფრანგეთი, Yamaha) - 19:56.33; 2. რუბენ ფარია (პორტუგალია, KTM) - +11.16; 3. ფრანსისკო ლოპესი (ჩილე, KTM) - +12.00; 4. ოლივიე პენი (საფრანგეთი, Yamaha) - +16.10; 5. სირილ დეპრე (საფრანგეთი, KTM) - +24.26...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლეგენდარული კარლოს საინსი დაკარს შეეშვა