გაიმართა მეცხრე ეტაპი, რომელიც ყველაზე გრძელი იყო წლევანდელ ავტომარათონზე. მონაწილეებს 593 კილომეტრი უნდა გაევლოთ.
კვლავაც დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობს მოტომრბოლელთა კლასში. არ გაუმართლა მეცხრე ეტაპის დროს გენერალური კლასიფიკაციის ლიდერს დავიდ კასტოს - ის ძროხას დაეჯახა, მხარი დაიზიანა და ორი საათი დაკარგა.
სამაგიეროდ, კარგად განვითარდა ეტაპი მოქმედი ჩემპიონისთვის, სირილ დეპრესთვის, რომელმაც საუკეთესო დრო აჩვენა, მაგრამ ამან ფრანგს საერთო ჩათვლაში ლიდერობა მაინც ვერ მოუტანა.
ახალი ლიდერი გახდა პორტუგალიელი რუბენ ფარია, რომელიც თითქმის ხუთწუთნახევარს უგებს დეპრეს.
საერთოდ, მოტომრბოლელთა
IX ეტაპი
1. სირილ დეპრე (საფრანგეთი, KTM) - 5:41.36; 2. ხოან ბარედა ბორტი (ესპანეთი, “ჰუსკვარნა”) - +4.03; 3. ალესანდრო ბოტური (იტალია, “ჰუსკვარნა”) - +5.14; 4. რუბენ ფარია (პორტუგალია, KTM) - +7.47; 5. ელდერ როდრიგესი (პორტუგალია, Honda) - +8.47...
საერთო ჩათვლა
1. რუბენ ფარია (პორტუგალია, KTM) - 25:57.12; 2. სირილ დეპრე (საფრანგეთი, KTM) - +5.23; 3. ფრანსისკო ლოპესი (ჩილე, KTM) - +9.03; 4. ივან იაკეში (სლოვაკეთი, KTM) - +16.56; 5. ალესანდრო ბოტური (იტალია, “ჰუსკვარნა”) - +22.58...
* * *
ავტომობილების კლასში კი, პრაქტიკულად, გარკვეულია გამარჯვებული. თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, ფრანგი სტეფან პეტერანსელი მეათედ მოიგებს დაკარის რალი-რეიდს.
პეტერანსელის ერთადერთი კონკურენტი ყატარელი ნასერ ალ-ატიია იყო, მაგრამ ყატარელს სხვადასხვა სახის პრობლემა შეექმნა და ფინიშზე ყველაზე გვიან მივიდა.
სწორედ ამის შემდეგ დარჩა უკონკურენციოდ პეტერანსელი.
რაც შეეხება მეცხრე ეტაპის გამარჯვებულს, ეს გახლავთ ხოან რომა, რომელმაც წლევანდელ რალიზე უკვე მეორე ტრიუმფს მიაღწია. მან ოთხი წუთი და 11 წამი მოუგო მეორე ადგილზე გასულ პეტერანსელს.
IX ეტაპი
1. ხოან რომა (ესპანეთი, MINI) - 5:36.28; 2. სტეფან პეტერანსელი (საფრანგეთი, Mini) - +4.11; 3. ორლანდო ტერანოვა (არგენტინა, BMW) - +6.54; 4. რობი გორდონი (აშშ, Hammer) - +8.37; 5. ჟინიელ დე ვილიერსი (სამხრეთ აფრიკა, Toyota) - +9.39...
საერთო ჩათვლა
1. სტეფან პეტერანსელი (საფრანგეთი, Mini) - 24:11.43; 2. ჟინიელ დე ვილიერსი (სამხრეთ აფრიკა, Toyota) - +49.31; 3. ლეონიდ ნოვიცკი (რუსეთი, Mini) - +56.03; 4. ხოან რომა (ესპანეთი, MINI) - +1:34.16; 5. ორლანდო ტერანოვა (არგენტინა, BMW) - +2:01.08...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
კიდევ ერთი სიკვდილი დაკარზე