ავტომობილების კლასში ეტაპი მოიგო ესპანელმა ხოან "ნანი" რომამ. ეს მისთვის მნიშვნელოვანი წარმატება იყო, რადგან ამით, ესპანელმა საერთო ჩათვლაში მესამე ადგილზე გადაინაცვლა.
ფინიშზე მეორე და მესამე მივიდნენ ამერიკელი რობი გორდონი და სამხრეთაფრიკელი ჟინიელ დე ვილიერსი, გენერალურ კლასიფიკაციას კი კვლავაც სტეფან პეტერნასელი ლიდერობს 50-წუთიანი უპირატესობით.
XI ეტაპი
1. ხოან რომა (ესპანეთი, MINI) - 3:36.34; 2. რობი გორდონი (აშშ, Hammer) - +4.18; 3. ჟინიელ დე ვილიერსი (სამხრეთ აფრიკა, Toyota) - +4.25; 4.
საერთო ჩათვლა
1. სტეფან პეტერანსელი (საფრანგეთი, Mini) - 32:50.02; 2. ჟინიელ დე ვილიერსი (სამხრეთ აფრიკა, Toyota) - +50.21; 3. ხოან რომა (ესპანეთი, MINI) - +1:31.06; 4. ლეონიდ ნოვიცკი (რუსეთი, Mini) - +1:34.47; 5. ორლანდო ტერანოვა (არგენტინა, BMW) - +2:01.50...
* * *
მოტოციკლების კლასში კი შეიძლება ითქვას ინტრიგა დაბრუნდა. მე-12 ეტაპი ჩააგდო გენერალური კლასიფიკაციის ლიდერმა სირილ დეპრემ - მან გამარჯვებულთან, ჰოლანდიელ ფრანს ვერჰუვენთან ცხრა წუთი წააგო და მე-14 ადგილზე გავიდა.
ეტაპზე მეორე ადგილი დაიკავა პორტუგალიელმა რუბენ ფარიამ და ამან მას საერთო ჩათვლაში დაახლოებით რვა წუთის მოგების საშუალება მისცა. ახლა, გენერალურ კლასიფიკაციაში დეპრესა და ფარიას შორის სხვაობა ხუთწუთნახევრია.
დაკარის დასრულებამდე ორი ეტაპია დარჩენილი. ფინიში 19 იანვარს, ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოშია დაგეგმილი.
XI ეტაპი
1. ფრანც ვერჰუვენი (ჰოლანდია, Yamaha) - 3:49.15; 2. რუბენ ფარია (პორტუგალია, KTM) - +1.38; 3. ხოან ბარედა ბორტი (ესპანეთი, “ჰუსკვარნა”) - +3.01; 4. ალენ დიუკლო (საფრანგეთი, "შერკო") - +3.17; 5. ელდერ როდრიგესი (პორტუგალია, Honda) - +4.07...
საერთო ჩათვლა
1. სირილ დეპრე (საფრანგეთი, KTM) - 37:46.59; 2. რუბენ ფარია (პორტუგალია, KTM) - +5.39; 3. ფრანსისკო ლოპესი (ჩილე, KTM) - +13.40; 4. ივან იაკეში (სლოვაკეთი, KTM) - +20.16; 5. ალესანდრო ბოტური (იტალია, “ჰუსკვარნა”) - +34.52...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
დაკარი დაიტბორა, ეტაპი სანახევროდ ჩაიშალა