ავტომობილების კლასში ფინალური ეტაპი მოიგო იმან, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. ლაპარაკია ხუან "ნანი" რომაზე, მაგრამ ესპანელმა მაინც ვერ შეძლო საერთო ჩათვლაში მესამე ადგილის დაბრუნება, რომელიც ორი ეტაპის წინ რუს ლეონიდ ნოვიცკის გადაულოცა.
ლიდერებს შორის კი არაფერი შეცვლილა: სტეფან პეტერანსელმა და ჟინიელ დე ვილიერსმა მშვიდად გაიარეს ბოლო ეტაპი და პირველი ორი ადგილი მოიპოვეს.
პეტერანსელმა "დაკარზე" მე-11 ტიტული მოიგო: ფრანგმა ექვსჯერ მოტოციკლების კლასში გაიმარჯვა, ხუთჯერ - ავტომობილებში.
ასევე უნდა გამოვყოთ რამდენიმე შედეგი. რობი გორდონმა გენერალურ
ყოფილ ტრამპლინისტი ადამ მალიში კი წლევანდელი რალი-რეიდის მთავარ მოულოდნელობად უნდა მივიჩნიოთ. გასულ წელს, პოლონელს დებიუტი ჰქონდა და 37-ე ადგილი დაიკავა, წელს კი უფრო პრესტიჟულ მე-15 პოზიციაზე აღმოჩნდა.
საერთო ჩათვლა
1. სტეფან პეტერანსელი (საფრანგეთი, Mini) - 38:32:39; 2. ჟინიელ დე ვილიერსი (სამხრეთ აფრიკა, Toyota) - +42:22; 3. ლეონიდ ნოვიცკი (რუსეთი, Mini) - +1:28:22; 4. ხოან რომა (ესპანეთი, MINI) - +1:36:43; 5. ორლანდო ტერანოვა (არგენტინა, BMW) - +1:49:10...
* * *
მოტოციკლების კლასში სირილ დეპრემ შეინარჩუნა მცირე უპიტარესობა და მეხუთედ გაიმარჯვა "დაკარზე".
ფრანგის ამოცანა იმით გაიოლდა, რომ ბოლო ეტაპის წინ, მის მთავარ კონკურენტს ფრანსისკო ლოპესს ძრავის შეცვლა მოუწია, რისთვისაც 15-წუთიანი ჯარიმა მიიღო. შედეგად, ლოპესმა გენერალურ კლასიფიკაციაში რუბენ ფარიასთანაც (პორტუგალიელმა ბოლო ეტაპზე გამარჯვება მოიპოვა) წააგო და საერთო ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა.
საერთო ჩათვლა
1. სირილ დეპრე (საფრანგეთი, KTM) - 43:24:22; 2. რუბენ ფარია (პორტუგალია, KTM) - +10:43; 3. ფრანსისკო ლოპესი (ჩილე, KTM) - +18:48; 4. ივან იაკეში (სლოვაკეთი, KTM) - +23:54; 5. ხუან პედრერო (ესპანეთი, KTM) - +55:29...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
დაკარზე ინტრიგა დაბრუნდა?