წლევანდელ კალენდარში ეს რბოლა ერთ-ერთია იმ სიიდან, რომელიც მსოფლიო რალის ლეგენდამ, მსოფლიოს ბოლო ცხრა ჩემპიონატის მონაწილემ, ფრანგმა სებასტიან ლოებმა შეადგინა. მოგეხსენებათ, რომ შარშან, მეცხრე ტიტულის მოგების შემდეგ, ლოებმა გამოაცხადა, რომ ნაწილობრივ დაასრულა რალისტის კარიერა და 2013 წელს, მხოლოდ ოთხ-ხუთ ეტაპზე აპირებს გამოსვლას.
ეს იმას ნიშნავს, რომ ფრანგი არ გეგმავს ამ სეზონში ჩემპიონობისთვის ბრძოლას და სხვებს უთმობს ასპარეზს. მონტე კარლოს ეტაპმა დაადასტურა, რომ რომელიმე სხვა პილოტი მხოლოდ ფრანგის
ბოლო დღეს, პილოტებს ხუთი სპეცმონაკვეთი უნდა გაევლოთ, თუმცა ორი ცუდი ამინდის გამო გააუქმეს. მე-14 სპეცმონაკვეთი საბედისწერო აღმოჩნდა სამი პილოტისთვის, რომლებიც მაღალი ადგილებისთვის აცხადებდნენ პრეტენზიას. ევგენი ნოვიკოვი, იარი-მატი ლატვალა და იუჰო ჰიანინენი დისტანციას ჩამოშორდნენ, რის გამოც, უფრო ფრთხილმა პილოტებმა გაიუმჯობესეს საკუთარი პოზიციები.
პირველმა სამეულმა ასეთი სახე მიიღო: სებასტიან ლოები, სებასტიან ოჟიე, დანი სორდო. ექვსეულში შედიოდნენ მიკო ჰირვონენი, მადს ოსტბერგი და ამ სპეცმონაკვეთის გამარჯვებული ბრაიან ბუფიე.
მე-15 და მე-16 სპეცმონაკვეთებმა, რომლებიც სორდომ და ლოებმა მოიგეს, მშვიდ ბრძოლაში ჩაიარა. საუკეთესო ექვსეულში მხოლოდ ერთი ცვლილება მოხდა, რადგან ოსტბერგს ბოლო სპეცმონაკვეთზე საბურავის შეცვლა დასჭირდა.
საბოლოოდ, მონტე კარლოს რალი "სიტროენის" ტრიუმფით აღინიშნა - ამ გუნდის ოთხი პილოტი შევიდა პირველ ხუთეულში. რაც შეეხება ლოებს, როგორც ჩანს, მან იჩქარა მსოფლიოს რალის დატოვება...
მონტე კარლოს რალი
1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, Citroen) - 5:18.57,2; 2. სებასტიან ოჟიე (Volkswagen) - +1.39,9; 3. დანი სორდო (ესპანეთი, Citroen) - +3.49,0; 4. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, Citroen) - +5.26,3; 5. ბრაიან ბუფიე (საფრანგეთი, Citroen) - +8.13,1; 6. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, Ford) - +12.03,7...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
სებასტიან ლოების ფინალური აკორდი