რალი. მსოფლიოს ჩემპიონატი: "ფოლკსვაგენმა" დაიწყო

AutoSharing Option
კლასიკურ რალიში მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე ეტაპი გაიმართა. შვედეთის დათოვლილ გზებზე მოულოდნელი შედეგი ვიხილეთ – ყველაზე სწრაფი იყო სებასტიან ოჟიე, რომელმაც მრავალწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულ “ფოლკსვაგენს” პირველი გამარჯვება მოუტანა.

ასე რომ, შეიძლება ითქვას, “ფოლკსვაგენი” საკუთარ გრაფიკს უსწრებს – პირველ ეტაპზე მონაკოში იყო მოგებული სპეცმონაკვეთები, პოდიუმი და ქულებიანი ფინიში, მეორე ეტაპზე კი გუნდმა გამარჯვება მოიპოვა. ეს არის “ფოლკსვაგენის” პირველი ტრიუმფი გუნდის ახალ ისტორიაში და მეორე მსოფლიოს რალიში მონაწილეობისას. მანამდე გერმანულ მარკას რალიში ეტაპი მოაგებინა შვედმა კენეტ ერიქსონმა – ეს 1987 წელს კოტ
დ’ივუარში მოხდა.

ოჟიემ პარასკევს მოიპოვა ლიდერობა და ის ბოლომდე შეინარჩუნა. მან 41 წამი მოუგო მეორე ადგილზე გასულ სებასტიან ლოებს. სხვათა შორის, ლოების თანაგუნდელები “სიტროენში” კიდევ უფრო უარესად გამოვიდნენ: მიკო ჰირვონენი მე-17 ადგილზე გავიდა, დანი სორდო კი ბრძოლას ჩამოშორდა.

რაც მთავარია, სებასტიან ოჟიე გენერალურ კლასიფიკაციაში პირველ ადგილზე გადავიდა 46 ქულით. ლოები მას სამი ქულით ჩამორჩება.

მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე ეტაპი მექსიკაში 7-10 მარტს გაიმართება.

შვედეთის რალი
1. სებასტიან ოჟიე (ფოლკსვაგენი) - 3:11.41,9; 2. სებასტიან ლოები (სიტროენი) - +41,8; 3. მადს ოსტბერგი (ფორდი) - +1.24,5; 4. იარი-მატი ლატვალა (ფოლკსვაგენი) - +1.30,6; 5. ტიერი ნოივილი (ფორდი) - +5.06,4; 6. იუჰო ჰიანინენი (ფორდი) - +5.43,1...

საერთო ჩათვლა
1. სებასტიან ოჟიე (ფოლკსვაგენი) - 46 ქულა; 2. სებასტიან ლოები (სიტროენი) - 43; 3. მადს ოსტბერგი (ფორდი) - 24; 4. დანი სორდო (სიტროენი) - 15; 5. იარი-მატი ლატვალა (ფოლკსვაგენი) - 14; 6. მიკო ჰირვონენი (სიტროენი) - 12...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სებასტიან ლოებმა კარიერაში მე–7–ედ მოიგო მონტე კარლოს რალი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული