სარბოლო უქმეების წინ: მოტოგრანპრი და რალი

AutoSharing Option
მომავალ უქმეებზე მორიგი ეტაპები გაიმართება მოტოგრანპრისა და რალიში.

მოტომრბოლები იტალიის მუჯელოში შეიკრიბებიან. ეს არის ვალენტინო როსის საშინაო ეტაპი. მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი წლევანდელ სეზონში არც ისე დამაჯერებლად გამოიყურება.

განსხვავებით თანაგუნდელ ხორხე ლორენსოსგან. არაფერს ვამბობთ "ჰონდას" პილოტებზე - დანი პედროსასა და მარკ მარკესზე, რომლებიც აშკარად აღემატებიან კონკურენტებს. საინტერესოა, გახდება თუ არა როსისთვის მუჯელოს რბოლა გარდამტეხი?

რალიში მსოფლიოს ჩემპიონატი საბერძნეთის ეტაპით გაგრძელდება და პილოტები შეეცდებიან დაუმარცხებელი სებასტიან ოჟიეს გასწრებას. უფრო სწორედ, თითქმის დაუმარცხებელი ოჟიესი... ყოველ შემთხვევაში, ამ სეზონში 29 წლის ფრანგს ვერავინ მოუგო,
მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონის სებასტიან ლოების გარდა. სხვათა შორის, ეს უკანასკნელი WTCC-ის სერიაში გადასასვლელად ემზადება.

მოტოგრანპრი
იტალიის გრანპრი
ჩატარების ადგილი: მუჯელო (იტალია)
წრის სიგრძე: 5.245 კმ
წრის რეკორდი: 1:47,705 (დანი პედროვა, 2012)

საერთო ჩათვლა
1. რედროსა (Honda) - 83 ქულა
2. მარკესი (Honda) - 77
3. ლორენსო (Yamaha) - 66
4. კრატჩლოუ (Yamaha) - 55
5. როსი (Yamaha) - 47
6. დოვიციოზო (Ducati) - 39
7. ბაუტისტა (Honda) - 38
8. ჰეიდენი (Ducati) - 35

უქმეების განრიგი
31 მაისი, 11:55 - I პრაქტიკა
31 მაისი, 16:05 - II პრაქტიკა
1 ივნისი, 11:55 - III პრაქტიკა
1 ივნისი, 16:10 - კვალიფიკაცია
2 ივნისი, 16:00 - რბოლა

რალი
საბერძნეთი
შტაბი: ლუტრაკი (საბერძნეთი)
საფარი: ღორღი
სპეცმონაკვეთების რაოდენობა: 14
დისტანცია: 306.53 კმ

საერთო ჩათვლა
1. ოჟიე (Volkswagen) - 122 ქულა
2. ლოები (Citroen) - 68
3. ჰირვონენი (Citroen) - 57
4. ლატვალა (Volkswagen) - 49
5. ოსტბერგი (Ford) - 38
6. ნოივილი (Ford) - 35
7. სორდო (Citroen) - 29
8. ნოვიკოვი (Ford) - 27

"უილიამსი" "რენოზე" გადადის
ბრიტანულმა საჯინიბო "უილიამსმა" ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 2014 წლიდან უარს იტყვის "რენოს" ძრავებზე და "მერსედესის" ძალისმიერ აგრეგატს გამოიყენებს. მრავალწლიანი კონტრაქტის მიხედვით, "უილიამსი" მიიღებს არამხოლოდ ტურბოძრავებს, არამედ ERS-ის სისტემას, რომელიც მომდევნო წლიდან შეცვლის ნაკლებად ეფექტურ KERS-ის სისტემას.

თავის მხრივ, "მერსედესმა" ახალი კლიენტი იშოვნა "მაკლარენის" ნაცვლად. ეს უკანასკნელი 2015 წლიდან იაპონური "ჰონდას" ძრავებზე გადავა. მომავალ სეზონში, ფორმულა 1-ში ძრავების სამი მიმწოდებელი იქნება - "მერსედესი", "ფერარი" და "რენო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ახალგაზრდობა თუ გამოცდილება?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული