ჩემპიონმა "ჰონდა" დაამარცხა

AutoSharing Option
მოტოგრაპრის მსოფლიოს ჩემპიონატზე მორიგმა უქმეებმა შარშანდელი კონკურენტების - მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის ხორხე ლორენსოსა და მიმდინარე სეზონის ლიდერის დანი პედროსას პაექრობაში ჩაიარა.

შაბათს, პოული პედროსამ მოიგო, მეორეზე ლორენსო იყო. სტარტზე "ჰონდას" პილოტმა თითქოს შეინარჩუნა ლიდერობა, მაგრამ დანიმ სწორი მონაკვეთის ბოლოს, დამუხრუჭებისას შეცდომა დაუშვა და წინ "იამაჰას" ლიდერი გაუშვა. არ გაუმართლათ როსისა და ბაუტისტას, რომლებიც მესამე მოსახვევში შეეჯახნენ ერთმანეთს. პირველი წრის შემდეგ, პილოტები ასეთი თანამიმდევრობით მოძრაობდნენ: ლორენსო, პედროსა, მარკესი (პროგრესი მე-6 ადგილიდან), დოვიციოზო, კრატჩლოუ, ჰეიდენი...

მეორე წრეზე კრატჩლოუმ დოვიციოზოს გაუსწრო და მეოთხე
ადგილზე გადაინაცვლა. მეხუთე წრეზე მეხუთე პოზიციაზე გადავიდა ბრადლი, რომელმაც, ერთმანეთის მიყოლებით გაუსწრო ჰეიდენსა და დოვიციოზოს. ამასობაში, პირველი სამეული, რომელიც ძალიან მჭიდროდ მოძრაობდა, თანდათან შორდებოდა დანარჩენ მონაწილეებს.

რბოლის დარჩენილი ნაწილი ლორენსოს წინააღმდეგ ორი "ჰონდას" უშედეგო დევნად გადაიქცა. "იამაჰას" პილოტმა შესანიშნავად წარმართა პოზიციის დაცვა, უფრო მეტიც, რბოლის მეორე ნაწილში კიდევ უფრო გაზარდა კონკურენტებზე უპირატესობა. მეორე ადგილისთვის ბრძოლაში კი ნამდვილი დრამა გაჩაღდა. პედროსა დიდი ხანი მარკესის წინ მოძრაობდა, მაგრამ, ამ უკანასკნელმა ფინიშამდე ხუთი წრით ადრე, წარმატებული მანევრით გვერდი აუარა თანაგუნდელს და მეორე ადგილზე გადავიდა. თუმცა ორი წრით ადრე, მარკი შეცდა და ტრასის მიღმა ღორღში გადავიდა, საიდანაც დაბრუნება ვერ შეძლო. ასე გავიდა პედროსა მეორე ადგილზე, პოდიუმი კი კრატჩლოუმ შეავსო.

საფრანგეთი გრანპრი
1. ხორხე ლორენსო (ესპ, Yamaha) - 23 წრე; 2. დანი პედროსა (ესპ, Honda) - +5,400; 3. კელ კრატჩლოუ (ბრიტ, Yamaha) - +6,412; 4. შტეფან ბრადლი (გერ, Honda) - +19,321; 5. ანდრეა დოვიციოზო (იტა, Ducati) - +19,540; 6. ნიკი ჰეიდენი (აშშ, Ducati) - +26,321; 7. მიკელე პირო (იტა, Ducati) - +38,144; 8. ალექს ესპარგარო (ესპ, ART) - +39,802...

საერთო ჩათვლა
1. დანი პედროსა (ესპ, Honda) - 103 ქულა; 2. ხორხე ლორენსო (ესპ, Yamaha) - 91; 3. მარკ მარკესი (ესპ, Honda) - 77; 4. კელ კრატჩლოუ (ბრიტ, Yamaha) - 71; 5. ანდრეა დოვიციოზო (იტა, Ducati) - 50; 6. ვალენტინო როსი (იტა, Yamaha) - 47; 7. ნიკი ჰეიდენი (აშშ, Ducati) - 45.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სარბოლო უქმეების წინ: მოტოგრანპრი და რალი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული