შაბათს, პოული სწორედ მარკესმა მოიგო, მაგრამ, როგორც ყოველთვის, სტარტი ჩააგდო, რითაც ისარგებლეს ლორენსომ და დანი პედროსამ, რომლებიც მეორე რიგიდან იწყებდნენ ბრძოლას. პირველი წრე მრბოლელებმა ასეთი თანმიმდევრობით დაასრულეს: ლორენსო, პედროსა, მარკესი, როსი, ბაუტისტა, კრატჩლოუ...
პირველ წრეებზე "ჰონდას" პილოტები - პედროსა და მარკესი შორს არ უშვებდნენ ლორენსოს და საბოლოოდ, მეხუთე წრეზე პედროსამ შეძლო "იამაჰას" წევრის გასწრება და
მაგრამ მათი დუელი ამით არ დასრულებულა. მეცხრე წრეზე მარკესმა უფრო კარგად მოამზადა შეტევა და მაინც გაუსწრო მთავარ კონკურენტს, რის შემდეგაც, პირველი სამეული საბოლოოდ ჩამოყალიბდა: პედროსა - მარკესი - ლორენსო. რბოლის მეორე ნახევარი ესპანურმა ტრიომ მშვიდად ჩაატარა და საკუთარი პოზიციების დაფიქსირებაზე გადაიტანა აქცენტი. მეოთხე მივიდა ფინიშთან როსი, მეხუთეზე იყო ბაუტისტა, რომელმაც ამ პოზიციისთვის ბრძოლა მოუგო კრატჩლოუს.
მალაიზიის გრანპრი
1. დანი პედროსა (ესპ, Honda) - 20 წრე; 2. მარკ მარკესი (ესპ, Honda) - +2,757; 3. ხორხე ლორენსო (ესპ, Yamaha) - +6,669; 4. ვალენტინო როსი (იტა, Yamaha) - +10,351; 5. ალვარო ბაუტისტა (ესპ, Honda) - +22,149; 6. კელ კრატჩლოუ (ბრიტ, Yamaha) - +22,301; 7. ბრედლი სმიტი (ბრიტ, Yamaha) - +30,864; 8. ანდრეა დოვიციოზო (იტა, Ducati) - +45,111...
საერთო ჩათვლა
1. მარკ მარკესი (ესპ, Honda) - 298 ქულა; 2. ხორხე ლორენსო (ესპ, Yamaha) - 255; 3. დანი პედროსა (ესპ, Honda) - 244; 4. ვალენტინო როსი (იტა, Yamaha) - 198; 5. კელ კრატჩლოუ (ბრიტ, Yamaha) - 166; 6. ალვარო ბაუტისტა (ესპ, Honda) - 136; 7. შტეფან ბრადლი (გერ, Honda) - 135; 8. ანდრეა დოვიციოზო (იტა, Ducati) - 120...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მოტოგრანპრი: დებიუტანტი ტიტულს მიუახლოვდა