სწორედ პირველ მეტრებზე შეექმნა პრობლემები მარკესს. ის სტარტზე ოდნავ შეყოვნდა და ერთბაშად ორი პოზიცია დაკარგა. მალე მან ერთი ადგილით ზემოთ აიწია და ახალ ლიდერს, "იამაჰას" პილოტ ხორხე ლორენსოს კვალში ჩაუდგა. პირველი წრე მოტომრბოლელებმა ასეთი თანმიმდევრობით დაასრულეს: ლორენსო, მარკესი, პედროსა, როსი, ბრადლი, ბაუტისტა...
ერთ ეპიზოდში მარკესიც შეცდა, თუმცა წონასწორობა შეინარჩუნა. მოგვიანებით მარკი ძალიან მიუახლოვდა ლორენსოს და ფინიშამდე ექვსი წრით ადრე მისი გასწრება შეძლო.
ამის შემდეგ ლიდერი აღარ შეცვლილა, მარკესმა სეზონში მეექვსე რბოლა მოიგო და 39 ქულამდე გაზარდა უპირატესობა გენერალურ კლასიფიკაციაში, რაც ძალიან დიდი სხვაობაა ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ეტაპით ადრე. შემდეგი რბოლა 13 ოქტომბერს მალაიზიაში გაიმართება.
არაგონის გრანპრი
1. მარკ მარკესი (ესპ, Honda) - 23 წრე; 2. ხორხე ლორენსო (ესპ, Yamaha) - +1,356; 3. ვალენტინო როსი (იტა, Yamaha) - +12,927; 4. ალვარო ბაუტისტა (ესპ, Honda) - +13,787; 5. შტეფან ბრადლი (გერ, Honda) - +13,973; 6. კელ კრატჩლოუ (ბრიტ, Yamaha) - +14,662; 7. ბრედლი სმიტი (ბრიტ, Yamaha) - +31,220; 8. ანდრეა დოვიციოზო (იტა, Ducati) - +40,671...
საერთო ჩათვლა
1. მარკ მარკესი (ესპ, Honda) - 278 ქულა; 2. ხორხე ლორენსო (ესპ, Yamaha) - 239; 3. დანი პედროსა (ესპ, Honda) - 219; 4. ვალენტინო როსი (იტა, Yamaha) - 185; 5. კელ კრატჩლოუ (ბრიტ, Yamaha) - 156; 6. შტეფან ბრადლი (გერ, Honda) - 135; 7. ალვარო ბაუტისტა (ესპ, Honda) - 125; 8. ანდრეა დოვიციოზო (იტა, Ducati) - 112...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ხორხე ლორენსოს მშვიდი გამარჯვება