ჩვენ უკვე ვწერდით ამ რბოლისწინა პერიპეტიებზე, კერძოდ იმაზე, რომ გერმანიის გრანპრიზე მიღებული ტრავმების მიუხედავად, აშშ-ში გამოსვლას აპირებდნენ ესპანელები - მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ხორხე ლორენსო და საერთო ჩათვლის ყოფილი ლიდერი დანი პედროსა. თუმცა "ზახსენრინგზე" მიღებულმა დაზიანებებმა ფავორიტების გამოსვლას მაინც კვალი დაამჩნია და პედროსამ და ლორენსომ, შესაბამისად, მეხუთე და მეექვსე ადგილები დაიკავეს.
სანამ გრანდები ფორმაში არ არიან, ამ პერიოდის მაქსიმალურად გამოყენებას ცდილობს "ჰონდას" დებიუტანტი მარკ მარკესი და ეს ძალიან
არადა, პოულის მფლობელი გერმანელი შტეფან ბრადლი გახდა. რბოლაშიც, სასტარტო ნიშანზე ყველაზე კარგი რეაქცია მას ჰქონდა, აგრეთვე, ვალენტინო როსის. პირველი წრის ბოლოს ეს დუეტი ლიდერობდა, შემდეგ მოდიოდნენ: მარკესი, ლორენსო, ბაუტისტა, პედროსა...
მეორე წრეზე ბაუტისტამ გაუსწრო ლორენსოს და მეოთხე პოზიციაზე გადაინაცვლა. მეოთხე წრეზე კი ტემპს მოუმატა მარკესმა: ესპანელმა გაბედა და მოსახვევში შეუტია როსის. მართალია, მარკს სახიფათო მანევრის გამო გზიდან გადასვლა მოუწია, მაგრამ მაინც გაუსწრო ლეგენდარულ იტალიელს და ბრადლს გამოეკიდა.
გერმანელი კარგა ხანი ინარჩუნებდა ლიდერობას, მაგრამ ფინიშამდე 14 წრით ადრე მარკესმა მაინც მოახერხა ბრადლის გასწრება. მარკმა ლიდერობა ბოლომდე შეინარჩუნა და სეზონში მესამე გრანპრი მოიგო, ბრადლი მეორეზე გავიდა, ხოლო მესამეზე - როსი, რომლისთვისაც ეს ზედიზედ მესამე პოდიუმია.
აშშ-ის გრანპრი
1. მარკ მარკესი (ესპ, Honda) - 32 წრე; 2. შტეფან ბრადლი (გერ, Honda) - +2,298; 3. ვალენტინო როსი (იტა, Yamaha) - +4,498; 4. ალვარო ბაუტისტა (ესპ, Honda) - +4,557; 5. დანი პედროსა (ესპ, Honda) - +9,257; 6. ხორხე ლორენსო (ესპ, Yamaha) - +12,970...
საერთო ჩათვლა
1. მარკ მარკესი (ესპ, Honda) - 163 ქულა; 2. დანი პედროსა (ესპ, Honda) - 147; 3. ხორხე ლორენსო (ესპ, Yamaha) - 137; 4. ვალენტინო როსი (იტა, Yamaha) - 117; 5. კელ კრატჩლოუ (ბრიტ, Yamaha) - 116; 6. შტეფან ბრადლი (გერ, Honda) - 84...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
თითქმის ისე, როგორც ჰოლანდიაში - მარკ მარკესი შეუჩერებელია