"დღეს რობერტი იბრძვის WRC2-ის ტიტულისთვის და ეს მისთვის უპირველესი პრიორიტეტია, მაგრამ, თუ ის ვადაზე ადრე მოიპოვებს ჩემპიონობას, რატომ არ უნდა ავიყვანოთ ის ძირითად გუნდში უკვე ამ სეზონში?! ჯერჯერობით ამაზე მასთან არ გვილაპარაკია, მაგრამ შეუძლებელი არაფერია.
გარდა ამისა, ბუნებრივია, რომ ის ერთ-ერთი კანდიდატია მომავალი სეზონისთვის "სიტროენის" ძირითად გუნდში მოსახვედრად. გერმანიის რალის შემდეგ ვიფიქრებთ,
მაგრამ, თუ რობერტი გააგრძელებს წლევანდელ ტემპში გამოსვლას, ჩვენ მოვნახავთ შესაძლებლობას იმისთვის, რომ პოლონელმა უკვე ამ სეზონში სცადოს ძალები ჩვენი მანქანის საჭესთან", - განაცხადა ივ მატონმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
რობერტ კუბიცას ბრწყინვალე დაბრუნება... და ავარია