ოჟიემ სამდღიანი ეტაპის პირველივე დღეს ხელთ იგდო ლიდერობა და საქმე სეზონში რიგით მეექვსე გამარჯვებამდე მიიყვანა. მეორე ადგილზე გავიდა ბელგიელი ტიერი ნოივილი და სწორედ ამ ფაქტორმა შეუშალა ხელი ოჟიეს, უკვე ავსტრალიის ეტაპზე გაეფორმებინა კარიერაში პირველი ჩემპიონობა. ახლა ფრანგსა და ბელგიელს შორის სხვაობა 83 ქულაა, ჩემპიონატის დასრულებამდე დარჩენილ რბოლებში კი მაქსიმუმ
არადა, ნოივილი ვერ დაიკავებდა მეორე ადგილს, ბოლო სპეცმონაკვეთზე საბურავი რომ არ დაზიანებოდა მიკო ჰირვონენს. "სიტროენის" ფინელ პილოტს საბურავის გამოსაცვლელად სწორედ ის დრო დასჭირდა, რომლითაც, საბოლოოდ, ჩამორჩა კიდეც ბელგიელს.
მსოფლიოს ჩემპიონატის მე-11 ეტაპი ოქტომბრის პირველ რიცხვებში საფრანგეთში გაიმართება და, ალბათ, ოჟიესთვის ორმაგად სასიამოვნო იქნება ჩემპიონობის სამშობლოში მოპოვება. მაგრამ აქ გასათვალისწინებელია ერთი მომენტი: საფრანგეთის რალიში მონაწილეობის მიღებას აპირებს ლეგენდარული ფრანგი, მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონი და ჯერაც მოქმედი ჩემპიონი სებასტიან ლოები, რომელმაც წელს უკვე ორი რბოლა მოიგო.
რა თქმა უნდა, თავის სეხნიას ის თითქმის გარანტირებულ ტიტულს ვერ წაართმევს, მაგრამ შეიძლება გაუფუჭოს დაგეგმილი ზეიმი, რადგან ჩემპიონობის გაფორმება ეტაპის გამარჯვებულის რანგში უფრო სასიამოვნოა. ასეა თუ ისე, საფრანგეთის რალი დიდ ინტერესს იწვევს თანამემამულეების მოსალოდნელი დუელის გამო.
ავსტრალიის რალი
1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, Volkswagen) - 3:19.55,0; 2. ტიერი ნოივილი (ბელგია, Ford) - +1.32,1; 3. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, Citroen) - +2.02,1; 4. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, Volkswagen) - +2.57,4; 5. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, Ford) - +3.17,2; 6. ანდრეას მიკელსენი (დანია, Volkswagen) - +3.37,6; 7. ევგენი ნოვიკოვი (რუსეთი, Ford) - +7.31,2; 8. ნათან ქუინი (ავსტრალია, Mini) - +13.10,2...
საერთო ჩათვლა
1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, Volkswagen) - 212 ქულა; 2. ტიერი ნოივილი (ბელგია, Ford) - 129; 3. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, Volkswagen) - 110; 4. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, Citroen) - 103; 5. დანიელ სორდო (ესპანეთი, Citroen) - 96; 6. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, Ford) - 77; 7. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, Citroen) - 68; 8 მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, Ford) - 49...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გერმანიის რალი სენსაციითა და ტრაგედიით დასრულდა