"დიდი ცირკის" აზიური ტურნე გრძელდება

AutoSharing Option
მომავალ უქმეებზე ავტო-მოტოსამყაროში ორი გამორჩეული მოვლენაა - იაპონიის გრანპრი ფორმულა 1-ში და მალაიზიის ეტაპი მოტოგრანპრიში.

"დიდ ცირკში" გრძელდება აზიური ტურნე და ახლა პილოტებმა იაპონიაში გადაინაცვლეს. ბევრ პილოტს უყვარს "სუძუკას" ტრასა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველას აქვს იქ მოგების შანსი. სებასტიან ფეტელი არავის შანსს არ უტოვებს და 10 ოქტომბრის ნომერში გვეწერა, რომ გერმანელს უკვე იაპონიაში აქვს ტიტულის განაღდების შესაძლებლობა. სწორედ ეს არის მომავალი ეტაპის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა.

იაპონიის გრანპრი
ჩატარების ადგილი: სუძუკა (იაპონია)
წრის სიგრძე: 5 807 მ
წრის
რეკორდი: 1:31,540 (კიმი რაიკონენი, 2005)
საერთო ჩათვლა
1. ფეტელი (Red Bull) - 272 ქულა
2. ალონსო (Ferrari) - 195
3. რაიკონენი (Lotus) - 167
4. ჰემილტონი (Mercedes) - 161
5. უებერი (Red Bull) - 130
6. როსბერგი (Mercedes) - 122
7. მასა (Ferrari) - 89
8. გროსჟანი (Lotus) - 72

უქმეების განრიგი
11 ოქტომბერი, 05:00 - I პრაქტიკა
11 ოქტომბერი, 09:00 - II პრაქტიკა
12 ოქტომბერი, 06:00 - III პრაქტიკა
12 ოქტომბერი, 09:00 - კვალიფიკაცია
13 ოქტომბერი, 10:00 - რბოლა

* * *
მოტოგრანპრიში მალაიზიის ეტაპი - ბოლო შანსია ხორხე ლორენსოსთვის, არ ამოვარდეს საჩემპიონო რბოლიდან. ამ ეტაპს წინ საინტერესო მოვლენები უძღოდა. ჩემპიონატის ორგანიზატორები განიხილავდნენ წინა ეტაპის ინციდენტს, როცა მარკ მარკესი შეეჯახა თანაგუნდელ დანი პედროსას. იყო ვარაუდი იმისა, რომ მარკესს დასჯიდნენ და მალაიზიაში სასტარტო ბილიკის ბოლო რიგში დააყენებდნენ, მაგრამ ჩემპიონატის ლიდერი ამ მკაცრ სასჯელს გადაურჩა.

"ჰონდას" პილოტმა ერთი საჯარიმო ქულა მიიღო და ახლა, 2013 წლის სეზონში სამი ასეთი გაფრთხილება დაუგროვდა. წესების თანახმად, თუ პილოტი ოთხ ასეთ საჯარიმო ქულას მიიღებს, შემდეგ რბოლაში მას ბოლო ადგილიდან მოუწევს სტარტის აღება, შვიდი საჯარიმოსთვის პიტ-ლეინიდან დაიწყებს რბოლას, ათი გაფრთხილებისთვის კი ეტაპს გამოტოვებს.

სხვათა შორის, მარკესის ინციდენტის გამო "ჰონდამ" კონსტრუქტორთა თასზე 25 ქულა დაკარგა, რის გამოც მისი უპირატესობა "იამაჰასთან" ერთ ქულამდე შემცირდა.

მალაიზიის გრანპრი
ჩატარების ადგილი: სეპანგი (მალაიზია)
წრის სიგრძე: 5 548 მ
წრის რეკორდი: 2:02,108 (კეისი სტოუნერი, 2007)

საერთო ჩათვლა
1. მარკესი (Honda) - 278 ქულა
2. ლორენსო (Yamaha) - 239
3. პედროსა (Honda) - 219
4. როსი (Yamaha) - 185
5. კრატჩლოუ (Yamaha) - 156
6. ბრადლი (Honda) - 135
7. ბაუტისტა (Honda) - 125
8. დოვიციოზო (Ducati) - 112

უქმეების განრიგი
11 ოქტომბერი, 05:55 - I პრაქტიკა
11 ოქტომბერი, 10:05 - II პრაქტიკა
12 ოქტომბერი, 05:55 - III პრაქტიკა
12 ოქტომბერი, 10:10 - კვალიფიკაცია
13 ოქტომბერი, 12:00 - რბოლა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფერნანდო ალონსოს ტიტულის აღარ სჯერა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული