ჟან ტოდტი ისევ პრეზიდენტია

AutoSharing Option
ჟან ტოდტმა შეინარჩუნა ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი. შაბათს, ფედერაციაში გაიმართა ოფიციალური კენჭისყრა, რომელშიც ტოდტი ერთადერთი კანდიდატი იყო. მისმა კონკურენტმა დევიდ უორდმა არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე მოხსნა თავისი კანდიდატურა, რადგან სათანადო მხარდაჭერა ვერ მოიპოვა ფედერაციის დელეგატებს შორის.

ჟან ტოდტის მეორე ვადით პრეზიდენტად არჩევის შესახებ პარიზში, ფედერაციის საერთო სხდომაზე გამოაცხადეს.

"დიდი მადლობა ჩემი გუნდის მხრიდან ასეთი ძლიერი მხარდაჭერის გამო. ვამაყობ იმ ნდობით, რომელიც კიდევ ოთხი წლით გამომიცხადა ამ უდიდესმა ორგანიზაციამ", - განაცხადა ჟან ტოდტმა.

წლის პერსონა კუბიცაა
ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის
არჩევის გარდა, პარიზში 2013 წლის სეზონის ლაურეატები დააჯილდოვეს. უკვე ვწერდით იმის შესახებ, რომ საუკეთესო პილოტად სებასტიან ფეტელი დაასახელეს, მისი გუნდი - "რედ ბული" კი საუკეთესო საჯინიბოდ. საუკეთესო ახალბედად გამოცხადდა "მარუსიას" წევრი ჟიულ ბიანკი...

დაჯილდოვების ცერემონიაზე გახდა ცნობილი, რომ სპორტული ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგად, "წლის პერსონად" გამოცხადდა რობერტ კუბიცა. პოლონელმა გაუსწრო ისეთ ჩემპიონებს, როგორებიც არიან ფეტელი, ოჟიე, კრისტენსენი და მიულერი.

შეგახსენებთ, რომ 2013 წელს, კუბიცამ მოიგო WRC2-ის ჩემპიონატის საერთო ჩათვლა.

დაჯილდოვების ცერემონიაზე ბერნი ექლსტოუნის სახელობის პრიზი მიიღო გერმანიის ავტოსპორტის ფედერაციამ, პრომოუტერების თასი ერგოთ ფორმულა 1-ში ბრაზილიის გრანპრის ორგანიზატორებს, საუკეთესო ტელეკომპანიად, რომელიც გასულ სეზონში რბოლებს გადასცემდა, ბრიტანული SkySports აღიარეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული