მნიშვნელოვანი ამბები მოხდა ავტომობილების კლასში, სადაც ყველაზე უიღბლო მონაწილე აღმოჩნდა გენერალური კლასიფიკაციის აწ უკვე ყოფილი ლიდერი, ლეგენდარული ფრანგი სტეფან პეტერანსელი. მთელი დისტანციის განმავლობაში, მას ექვსჯერ (!) მოუწია დაზიანებული საბურავის გამოცვლა, რის გამოც, ეტაპის გამარჯვებულთან 28 წუთი წააგო. რაღაც მომენტში დაკარის 11-გზის გამარჯვებულს სათადარიგო საბურავი აღარ დარჩა და კონკურენტი ორლანდო ტერანოვა დაეხმარა.
პრობლემები ჰქონდათ სხვა ფავორიტებსაც: კარლოს საინსმა ეტაპზე 16 წუთი წააგო, ნასერ ალ-ატიიამ -
* * *
მოტოციკლების კლასში სამ დღეში მეორე გამარჯვებას მიაღწია "ჰონდათი" მოასპარეზე ხოან ბარედა ბორტმა, რომელიც ჯერჯერობით, აშკარად აღემატება ტემპით აღიარებულ ფავორიტებს - სირილ დეპრესა და მარკ კომას. გუშინ, ეს დუეტი საპრიზო სამეულში მოხვდა, მაგრამ ბორტთან საკმაოდ ბევრი, შესაბამისად, ოთხი და შვიდი წუთი წააგო.
საერთო ჩათვლაში ბორტმა 13 წუთამდე გაზარდა უპირატესობა მეორე ადგილთან - მოტომრბოლებისთვის ეს სოლიდური უპირატესობაა. მეორე პოზიციაზე სწორედ დეპრე იმყოფება, ხოლო მას მხოლოდ წუთით ჩამორჩება კომა. რაც შეეხება მეორე ეტაპის გამარჯვებულ სემ სანდერლენდს, მან ჩააგდო მესამე ეტაპი, რადგან გამარჯვებულს ორსაათნახევარი ჩამორჩა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"