თავდაპირველად არ გაუმართლა ორ არგენტინელ ჟურნალისტს. მათი ავტომობილი უფსკრულში გადაიჩეხა. კიდევ ორი მგზავრი დაღუპვას გადაურჩა.
დაღუპულები არიან: 20 წლის სტუდენტი ჟურნალისტი აგუსტინ მინა და მისი კომპანიონი, 51 წლის მოყვარული მრბოლელი დანიელ ამბროზიო.
ავარია პარასკევს მოხდა. ჟურნალისტები, რომლებიც რალის გაშუქებაზე მუშაობდნენ, ავტომობილით ქალაქ კატამარკადან ქალაქ სან-მიგელ-დე-ტუკუმანისკენ მიემართებოდნენ. გზის ერთ-ერთ მონაკვეთში მათი Ford Ranger მოსახვევში ვერ შევიდა და უფსკრულში გადავარდა.
ფოტოგრაფები - 31 წლის მარტინ დელგადო და 36 წლის როდრიგო დე კასედე უკანა
"ავტომობილმა დაახლოებით 100 მეტრი იფრინა. ისინი, ვინც წინა სავარძლებში ისხდნენ, მაშინვე დაიღუპნენ", - იტყობინება ფრანსისკო დელგადო, ჟურნალ "სუპერ რალის" მენეჯერი და გადარჩენილი ფოტოგრაფის მარტინ დელგადოს მამა.
* * *
ასევე გამოცხადდა რალი-რეიდის ერთ-ერთი მონაწილის, ბელგიელი მოტომრბოლის ერიკ პალანის დაღუპვის შესახებ. ის მეექვსე ეტაპის მეხუთე სპეცმონაკვეთზე იპოვნეს გარდაცვლილი. სიკვდილის მიზეზს პოლიცია იძიებს.
ორგანიზატორთა თქმით, მათ განგაშის არანაირი სიგნალი არ მიუღიათ. ხუთი შვილის მამა ერიკ პალანი მეთერთმეტედ მონაწილეობდა "დაკარში".
ბელგიელი გახდა ისტორიაში 27-ე მრბოლელი, რომელიც ლეგენდარული რალი-რეიდის დროს დაიღუპა. სამხრეთ ამერიკაში "დაკარი" მეექვსედ იმართება და ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ რალის ტრაგიკული შემთხვევის გარეშე ჩაევლოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"