მოტომრბოლელებმა მერვე ეტაპის მსვლელობისას 462 კილომეტრი დაფარეს და ბოლივიიდან ჩილეში გადავიდნენ.
წინ ნაცნობი სახეები ვიხილეთ: სირილ დეპრემ გაიმარჯვა, ხოან ბარედა ბორტმა მასთან ორი წუთი წააგო და მხოლოდ ექვსი წამით გაუსწრო საერთო ჩათვლის ლიდერს მარკ კომას. ასე რომ, ამ უკანასკნელს გენერალურ კლასიფიკაციაში თავის უახლოეს მდევართან თითქმის არაფერი დაუკარგავს. დეპრეს კი ისღა დარჩენია, რომ სპეცმონაკვეთებზე
ავტომრბოლელები არც ისე საინტერესო 302-კილომეტრიან დისტანციაზე ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. სწორედ ამიტომაც სხვაობა პილოტებს შორის დიდი არ იყო. გამარჯვება ყატარელმა ნასერ ალ-ატიიამ მოიპოვა, რომელმაც მხოლოდ წუთი მოუგო სტეფან პეტერანსელს და ორნახევარი წუთი - კარლოს საინსს. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ გენერალური კლასიფიკაციის ლიდერმა ხოან ნანი რომამ ყატარელთან ცხრა წუთი წააგო (შესაბამისად, პეტერანსელთან - რვა).
ალ-ატიია რომასგან დიდი მანძილით არის დაშორებული, პეტერანსელს კი მოტივაცია მოემატა: ახლა ლეგენდარული ფრანგი რომასთან 24 წუთს აგებს და თუ ტემპს შეინარჩუნებს, ყველაფერია შესაძლებელი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
დაკარი 2014: უმსხვერპლო დაკარი არ არსებობს