ქართული ეკიპაჟის წარმატება "რალი ამერიკაზე" [VIDEO]

AutoSharing Option
21-22 თებერვალს, მისურის შტატში, დაბა სალემში ჩატარდა საავტომობილო რალიში ამერიკის ნაციონალური ჩემპიონატის მეორე ეტაპი (100 acre wood rally). რამდენიმე უცხოურ ეკიპაჟთან ერთად, შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღო ქართულმა გუნდმა ერთი ავტომობილით.

ეს არის ამერიკის კონტინენტზე საქართველოს სახელით მონაწილე პირველი გუნდი. მევლუდ მელაძე და ოვანეს კოგოსოვის ეკიპაჟმა თავისი 1996 წლის FORD ASPIRE-ით მონაწილეობა მიიღო 2WD G2 კლასში, რომელიც აერთიანებს ორწამყვანიანი თვლებით აღჭურვილ უტურბინო ავტომობილებს.

ორდღიანმა შეჯიბრებამ ძალიან დაძაბულად ჩაიარა. ქართულმა ეკიპაჟმა კონკურენცია გაუწია უმაღლესი რანგის ავტომობილებს და დამსახურებულად გავიდა
მეორე საპრიზო ადგილზე.

შეჯიბრების მეორე დღე ძალიან დაძაბული იყო - სპორტსმენებს გრუნტიან საფარზე, ერთ-ერთ ყველაზე რთულ მოსახვევში ავტომობილი ამოუტრიალდათ. მანქანის ამოტრიალების მიუხედავად, მათ რბოლა განაგრძეს.

აღსანიშნავია, რომ გარდა საკუთარი კლასისა, მრბოლელები ქულებს საერთო ჩათვლებშიც აგროვებდნენ. ტურბინიანი ავტომობილების კლასში - 2WD G5-ში მათ მეხუთე ადგილი დაიკავეს, ხოლო აბსოლუტ-კლასში, რომლის გამარჯვებულის, კენ ბლოკის ავტომობილიც მილიონ-ნახევარი დოლარი ღირს, მეთოთხმეტე ადგილზე გავიდნენ.

ჩემპიონატი საავტომობილო რალიში გრძელდება. უკვე გადაწყვეტილია, რომ ქართული ეკიპაჟი მონაწილეობას მიიღებს მეოთხე ეტაპზე. რვაეტაპიანი ჩემპიონატიდან რამდენ შეჯიბრებაში მიიღებს ქართული ეკიპაჟი მონაწილეობას, სპონსორებზეა დამოკიდებული.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული