15:41 27-04-2015
კოშმარული ავარია რუსთავის ავტოდრომზე - პილოტი სასწაულებრივად გადარჩა! [VIDEO]
AutoSharing Option
შეჯახება ერთ-ერთ მოსახვევში მოხდა, როცა ჩხეიძე მელაძისთვის გასწრებას ცდილობდა, ამ უკანასკნელმა კი კუთხე ჩაუკეტა. ამ დროს უკანა მარჯვენა საბურავით ჩხეიძის ბოლიდის წინა მარცხენა საბურავს წამოედო და... გაფრინდა!
მევლუდის ბოლიდი ჰაერში ამოტრიალდა და ტრასის სავალი ნაწილიდან გადავარდა. რამდენიმე მრბოლელმა მაშინვე შეწყვიტა რბოლა.
მრბოლელებმაც და რუსთავის ავტოდრომზე შეკრებილმა ასობით მაყურებელმა რამდენიმეწამიანი შოკი გადაიტანეს. საბედნიეროდ, მევლუდ მელაძე ამ კოშმარულ ავარიას აბსოლუტურად უვნებელი გადაურჩა.
”მადლობა ღმერთს, გადავრჩით! ასეთი ავარია ჩვენს ტრეკზე პირველია. ჯერაც ვერ ვწყნარდები... ძალიან, ძალიან გაგვიმართლა!” - ეს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის მარკეტინგის მენეჯერის, სალომე გველესიანის სიტყვებია, რომელიც მევლუდ მელაძის მეუღლე გახლავთ.
ჩვენ კი, ჩვენი მხრიდან დავამატებთ, რომ გადარჩა არა მარტო მევლუდი, არამედ ქართული ავტოსპორტი, რომელიც მევლუდ მელაძის გარეშე წარმოუდგენელია. ასეთი ავარია ამ ტრეკზე მართლაც პირველია - პირველი და უკანასკნელი ყოფილიყოს!
www.autobild.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ეს რა მანევრია ბიჭო? პიონერს არ ეკადრება?!
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული