მარკ უებერი სერიოზულ ავარიაში მოყვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ავსტრალიელი ავტომრბოლელი მარკ უებერი სერიოზულ ავარიაში მოყვა, რომელიც "სან პაულოს 6-საათიანი" რბოლის ფარგლებში მოხდა, - იტყობინება Fox Sports-ი.

შეგახსენებთ, რომ უებერმა ფორმულა 1-ში კარიერა 2013 წელს დაასრულა, ამჟამად კი LMP1-ის პროტოტიპების კლასში Porsche-ს გუნდში გამოდის.

ავსტრალიელი მრბოლელი ავარიაში რბოლის დასრულებამდე 28 წუთით ადრე მოხვდა. უებერის ბოლიდი მატეო კრესონის Ferrari-ს დაეჯახა.

ორგანიზატორების თქმით, ორივე მრბოლელი ამჟამად თავს კარგად გრძნობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული