ფოტო-NEWS: წმინდანი ვალენტინო

AutoSharing Option
იტალიურმა გამოცემა Sportweek-მა ორიგინალურად გააფორმა მორიგი ნომრის გარეკანი.

მასზე გამოსახულია მოტოსპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მრბოლელი, მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონი, იტალიელი ვალენტინო როსი.

მაგრამ დიზაინერებმა სპორტსმენი გამოსახეს არა პილოტის როლში, არამედ წმინდანის სახით. იტალიელებს სპორტისადმი ინტერესი მართლაც განსაკუთრებული აქვთ...

შეგახსენებთ, რომ ვალენტინო როსიმ 2014 წელს ვიცე-ჩემპიონის რანგში დაასრულა მოტოგრანპრის ჩემპიონატი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული